სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიდევ ერთი ემოციებით, სიკეთით და ახდენილი ოცნებებით სავსე დღე

Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს საქართველოს ბანკმა და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს.

თითოეული თქვენთაგანის თანადგომით გადარჩენილი - შოთა, ნიკა, ლოლიტა, ნანა, ქეთი და ვიქტორი - მოუთმენლად ელოდნენ ამ მართლაც საოცარ საღამოს. გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მათ დიდხანს გაჰყვებათ.

აქვე გაწოდებთ იმ ემოციებს და შთაბეჭდილებებს, რომელიც ჩვენმა ნანიკომ გაგვიზიარა კონცერტის დასრულების შემდგომ.

„ძალიან მაგარი კონცერტი იყო! ყველას ძალიან გაგვიხარდა, ძალიან მაგარი საჩუქარი იყო ჩვენთვის ყველასთვის! მადლობა სოლიდარობის ფონდს და საქართველოს ბანკს“ – ნანიკო ტუღუში.

სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, მის გენერალურ დირექტორს და სოლიდარობის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს ირაკლი გილაურს. ასევე, მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს და სოლიდარობის ფონდის კომისიის თავმჯდომარეს ნინო კობახიძეს.

თქვენ, ბავშვებს აუსრულეთ ის ნატვრა, რისი ახდენისაც არ სჯეროდათ.

----------------------------------------------------------------------------------------------

თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 215 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.

შემოგვიერთდით, სიკეთე გადამდებია. საქართველოს სოლიდარობის ფონდი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100