სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თავისუფალი ხალხის კინო" - თბილისი უკრაინული კინოს დღეებს მასპინძლობს

16-20 მარტს თბილისში უკრაინული კინოს დღეები გაიმართება. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში ოდესის კინოფესტივალის ხელმძღვანელი იულიას ინკევიჩი და უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრის ხელმძღვანელი ფილიპ ილიენკო ჩამოვლენ.

16 მარტს, 11:30 საათზე ეროვნულ კინოცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები და მხარდამჭერები დაესწრებიან.

უკრაინული კინოს დღეები მოიცავს როგორც კინოჩვენებებს, ასევე ინდუსტრიულ შეხვედრებს.

16 მარტს 12.30 საათზე ეროვნულ კინოცენტრში მოეწყობა პანელ დისკუსია, სადაც უკრაინული დელეგაცია და ქართული კინოსექტორის წარმომადგენლები კინოსფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

18:30 საათზე კი ფესტივალი კინოთეატრ "ამირანში" სერგო ფარაჯანოვის ფილმით "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" გაიხსნება.

კინოჩვენებების განრიგი კინოთეატრ "ამირანში":

„მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ რეჟ. სერგო ფარაჯანოვი - 16 მარტი 19:00 „ტყვეობა“ რეჟ. ანატოლი მატეშკო - 17 მარტი 19:00„ხაიტარმა“ რეჟ. ახტემს ეიტაბლაევი - 18 მარტი 19:00 ანიმაციური ფილმების ნაკრები - 19 მარტი 12:00 „ცოცხალი კოცონი“ რეჟ. ოსტაპ კოსტიუკი - 19 მარტი 19:00 მოკლემეტრაჟიან ფილმთა ალმანახი - 20 მარტი 19:00

ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისადა ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, უკრაინის სახელმწიფო კინოცენტრი და უკრაინის საელჩო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100