ლადო პაპავა: არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს

"არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს"- ეს განცხადება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლადო პაპავამ გააკეთა. უნივერსიტეტში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პაპავამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. პაპავა ამბობს, რომ დღეს შეთქმულების თეორიებზე საუბრის დრო არ არის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ვიღაცას ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს.

"ახლა არ არის დრო, რომ შეთქმულების თეორიებით ვიყოთ გატაცებული. შეიძლება ვიღაცა სადღაც ამით იყოს დაინტერესებული, მაგრამ მე კონკრეტულად ვერავის ხელს ვერაფერზე ვერ დავადებ. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცას გულანთებული ახალგაზრდებით მანიპულაცია უნდოდეს.

"ჩვენი უნივერსიტეტი ყველაზე დიდი უნივერსიტეტია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს კავკასიაში. რა თქმა უნდა ასეთმა ვნებათაღელვამ გარკვეულწილად შექმნა დაძაბულობა და ეს შეიძლება ვიღაცას აწყობდეს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. ცოტაა ისეთი ბოროტი ძალა, რომელსაც უნდა გამოიწვიოს არეულობა. მე სტუდენტებს არც ერთ შემთხვევაში არანაირად არ დავადებ ხელს, ეს ჩვენი სტუდენტები არიან, ისინი გულწრფელები არიან, მათ შორის ისინიც ვინც მეც მაკრიტიკებს, ეს ჩვეულებრივია, ეს დემოკრატიული პროცესია.

"მე ერთი რამ ვიცი, ქვეყანაში რომ იყოს არეულობა ამის ინტერესი არსებობს. თუმცა მე არც საგამოძიებო ორგანო ვარ და არც ის სამსახურები, რომელთაც ამაზე პასუხი შეუძლიათ გაგვცენ,“- განაცხადა ლადო პაპავამ.

ვიდეო იხ: http://rustavi2.com/ka/news/42024

კომენტარი