სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პრემიერმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცა

"ჩვენო თანამოქალაქენო, გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. გილოცავთ ახალი წლის დადგომას, გაზაფხულის შემოსვლას; გილოცავთ განახლების, სიყვარულის, სიხარულის დღესასწაულს. ნოვრუზ ბაირამნეზ მუბარეკ!“ – პრემიერ-მინისტრმა მარნეულის მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული პირადად მიულოცა.

გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის მარნეულის ცენტრალურ ქუჩაში სახელდახელოდ მოწყობილი ეთნო კუთხე, ტრადიციული ტკბილეულის სუფრა, ნახატების გამოფენა და სანახაობები დაათვალიერა.

„ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი რამ საერთო, ის, რაც გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი საერთო სამშობლოს უკეთესი მომავლის შენება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს ამდენი პატრიოტი ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ ვნახეთ გაღიმებული სახეები, ამაღლებული განწყობა, მომავლის იმედი და ჩვენი ყველას ერთად მოვალეობაა, რომ ავაშენოთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი მომავალი. ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ჩვენ გვაქვს ერთი აწმყო და ჩვენ ერთი ნათელი უკეთესი მომავალი უნდა ავაშენოთ. გილოცავთ! გისურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას", – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100