სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საზარელი ავარია მოსკოვში, დამტვრეულია მანქანა, რომელიც 200,000 დოლარი ღირს

საზარელი ავარია მოსკოვში, შოკოლადისფერი Lamborghini-ს ბოძთან შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთიც მძიმედ არის დაშავებული.

ავტომობილის მფლობელი MMA-ს მებრძოლი, 18 წლის ადამ იანდეივია. საჭესთან კი იმ ავტოსალონის თანამშრომელი იჯდა სადაც სპორტსმენის ავტომანქანა შესაკეთებლად იყო დატოვებული.

"ახლა მთავარია ის ბიჭი გადარჩეს, მანქანაზე არ ვდარდობ. უნდა ვილოცოთ მისი სიცოცხლისთვის ყველამ. არც ვიცოდი ჩემი lamborghini ავტოსალონში თუ იყო. აგარაკზე იდგა და ჩემი ოჯახის წევრებს წაუყვანიათ. ავარიის შესახებ მალევე გავიგე, რადგან უამრავმა ადამიანმა დამირეკა, ეგონათ მე ვიჯექი მანქანაში"-განაცხადა იანდეივმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100