სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემი ცხოვრება - ტანჯვაა...

სამი წლის ვიყავი, როცა დედა და მამა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ და მას მერე სულ მარტო დავრჩი“ - ეს საქველმოქმედო ფონდის „სოციალური პარტნიორობის“ ერთ–ერთი ბენეფიციარის, მარგარიტა ბერიძის ისტორიაა.

დაობლებულ მარგარიტას, ხან ერთ ნათესავი შეიფარებდა, ხან მეორე... ყოველთვის აკლდა მშობლების სითბო და სიყვარული.

როგორც კი დამოუკიდებლად შეძლო ცხოვრება, სილამაზის სალონში დაიწყო მუშაობა სტილისტად. ძალიან მოსწონდა თავისი სამსახური და ოცნებობდა საკმარისი თანხა შეეგროებინა, რომ განსაკუთრებული სილამაზის სალონი გაეხსნა, მხოლოდ პატარა ბავშვებისთვის. ეს ოცნება სისრულეში რომ მოეყვანა, მარგარიტა თავდაუზოგავად შრომობდა. მისი პროფესია, მუდმივად ფეხზე დგომას მოითხოვდა, ამის გამო კიდურებზე პრობლემა შეექმნა. თრომბოზი განუვითარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში მძიმდებოდა და 2005 წელს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია გარდაუვალი გახდა.

ეს კიდევ ერთი დარტყმა იყო მარგარიტასთვის. სანუკვარი ოცნებისთვის წლების განმავლობაში ნაგროვი თანხა, ოპერაციას და მკურნალობას მოახმარა. იგი დარჩა სულ მარტო, შემოსავლის და საარსებო თანხის გარეშე, სახლიც აღარ ჰქონდა და ქირასაც ვერ იხდიდა... ქუჩაში უხდებოდა ღამის გათევა... შემდეგ მას ფართი გამოუყვეს ჯიქიას ქუჩაზე მდებარე თავშესაფარში. ოთახში, სადაც მარგარიტა ცხოვრობს საარსებო პირობები არ არის. ცივი ბეტონის იატაკი, მუყაოს ჭერი, რომლიდანაც ყოველი წვიმის დროს წყალი ჩამოდის, ერთ ოთახში განთავსებულია საძინებელი, სამზარეულო, ტუალეტი და პირსაბანი.

მარგარიტა ძალიან უცნაურად გადაადგილდება - სკამით! ასე კიბეზე ჩასვლა და ეზოდან წყლის ამოტანა მისთვის უფრო მოსახერხებელია. მისი ოთახი სავსეა წყლის ბოთლებით. მარგარიტა ბევრ ბოთლს იმარაგებს, რადგან ეშინია,რომ მეორე დღეს ფიზიკურად ვერ შეძლებს წყლის ამოსატანად ეზოში ჩასვლას და უწყლოდ დარჩება.

შეშის დაჩეხვა და ფეჩის დანთება - ეს მარგარიტას კიდევ ერთი განსაცდელია. ძნელი წარმოსადგენია, როგორ ახერხებს ის ყველაფერ ამას! ყოველდღიურად მას ათასი სიძნელის გადალახვა უხდება. ის, რაც ჩვენთვის, ჯანმრთელი ხალხისთვის ელემენტარულია - მისთვის გმირობის ტოლფასია!

ოცნება, საბავშვო სილამაზის სალონის გახსნის შესახებ, ოცნებად დარჩა. ზოგჯერ მასთან მეზობელი ბავშვები მოდიან, თმის შესაჭრელად. მიზერული პენსიის მიუხედავად, მარგარიტა მათ უფასოდ ემსახურება. სპეციალურად ბავშვებისთვის ოთახის კედლები რბილი სათამაშოებით აქვს გალამაზებული.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ვერ აუვლიდა გვერდს ამ მარტოხელა ქალბატონის გასაჭირს. შეუერთდით აქციას მის დასახმარებლად, შეუმსუბუქეთ მას მძიმე ცხოვრება.

თუ გაქვთ საშუალება აღმოუჩინოთ მას ფინანსური დახმარება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: მარგარიტა ბერიძე) ან პირდაპირ ვებ გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/124/

არ დარჩეთ გულგრილი, მარტოხელა მარგარიტას ჩვენს გარდა არავინ ჰყავს, მან არ იცის ვის მიმართოს დასახმარებლად.

©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საქველმოქმედო ფონდისოციალური პარტნიორობის" ვებ გვერდზეhttps://fsp.ge/ge/, მათ შორის https://www.facebook.com/SocialPartnership/?fref=ts -ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციები, სტატიები, ფოტო-ვიდეო-აუდიო მასალები დაა.შ. წარმოადგენს საქველმოქმედო ფონდისოციალური პარტნიორობის" ინტელექტუალურ საკუთრებას, რაც დაცულია კანონმდებლობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100