სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნორვეგიაში არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებსა და დედაკაცებს შუძლიათ გახდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები

ნორვეგიაში არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცებსა და დედაკაცებს შუძლიათ გახდნენ ეპისკოპოსები და მღვდლები. 2016 წლის 11 აპრილს ნორვეგიული ეკლესიის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნორვეგიის ეკლესიის რეფორმა დამთავრებულია: დაიწერება ლიტურგია ერთსქესიანთათვის და ასევე ქორწინების სარიტუალო მსახურება ნორვეგიის ეკლესიებში. გადაწყვეტილია, რომ ლიტურგიას დაამტკიცებს 2017 წელს ნორვეგიის სინოდი.

ამგვარი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კენჭისყრით, სადაც ხმათა უმრავლესობამ ამგვარი პროექტი მოიწონა. ასევე გადაწყვიტეს ლიტურგია მიესადაგებინათ ერთსქესიანთა მოთხოვნებისთვის.

ნორვეგიის სინოდის გადაწყვეტილება, სხვას არა ნიშნავს რას, თუ არა იმას, რომ ამიერიდან ნორვეგიის ეკლესიები გახდნენ ლგტბ თემთა დაწესებულებანი, სადაც მსახურებას ლგტბ მღვდლები და ეპისკოპოსები შეასრულებენ თანამოაზრეებისათვის.

ხოლო მათთვის ვინც ნორვეგიაში ჯერ კიდევ თავს ტრადიციულ მამაკაცად და დედაკაცად მიიჩნევს ნორვეგიის სინოდს ჯერ არ აუკრძალავს ერთსქესიანტა ლიტურგიაზე დასწრება, მაგრამ სავარაუდოა, რომ ეს დროის საკითხია.

ეკლესიის „ გაელგებეტურებისაკენ „ მიმართული მსგავსი რეფორმები თითქმის დასასრულის სტადიაში იმყოფებიან იტალიაში, შვედეთსა და დანიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100