სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფილმი "ანას ცხოვრება" ბუენოს აირესში მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა

ნინო ბასილიას სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ანას ცხოვრება" საერთაშორისო კინოფესტივალზე Construir Cine მთავარი ჯილდოს Merit Award მფლობელი გახდა.კინოფესტივალი 2-10 მაისს არგენტინაში, ბუენოს აირესში ჩატარდა. "ანას ცხოვრება" ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში International Competition იყო წარდგენილი.
"ანას ცხოვრება" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომლის მსოფლიო პრემიერა შვედეთში გოტებორგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. იგი ინგმარ ბერგმანის პრიზზე იყო წარდგენილი. მას შემდეგ ფილმი არაერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100