სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ეგვიპტეს ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება

18 მაისს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტეს ტურიზმის ასოციაციისა და სასტუმროების ასოციაციის პირველი პირები, დიპლომატები და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვევა.

ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო კრონ პალასში 18 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც წარუძღვებიან საქართველოში ეგვიპტეს ელჩი ტარეკ მაატი, ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახმედ შოკრი, ეგვიპტეს სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი ახმედ აიოუბი, ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენლები ალი გონაიმი და ადელ ელხაგარი, ასევე პრაღაში ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმარების განყოფილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხამედ დესუკი.

დელეგაციის წევრები მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ ეგვიპტეს ტურისტული ბაზრის მდგომარეობასა და ამ სფეროს ინიციატივებს. ასევე წარმოადგენენ ეგვიპტეს კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეგვიპტეს 13 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები კი დაამყარებენ კავშირს ქართველ კოლეგებთან. ამ მიზნით სპეციალური შეხვედრა კრონ პალასში იმავე დღეს მოგვიანებით გაიმართება.

ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რიცხვი წელიწადში 25 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა, ეს სფერო განაგრძობს განვითარებას და ამ დროისთვის ყოველი მე-11 ადამიანი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ეგვიპტეს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება.

სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70 % ნაწილდება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო ეგვიპტურ ტურისტულ შესაძლებლობებს, ეგვიპტეს ტურისმის სამინისტრო და ტუროპეტარორები ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის იმედით მზად არიან ქართველ ტურისტებს მაღალი დონის ახალი მიმზიდველი პაკეტები შესთავაზონ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეგვიპტეს საქართველოდან 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. ყველაზე პოპულარული თვეებია სამოგზაუროდ დეკემბერი, იანვარი და მარტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100