სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ და „რაკია ჯორჯიას“ სხვა უძრავი ქონება დაყადაღებულია

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრიული კომპანია VI2 Partners GmbH – სა და "რაკია ჯორჯიას“ შორის მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" დააყადაღა.
VI2 Partners GmbH ის კომპანიია, რომელმაც "რაკია ჯორჯიას" "შერატონ მეტეხი პალასის" აქტივების შეძენისათვის 2011 წელს ჩეკების სახით 20 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა "რაკია ჯორჯიამ" ქონების გადაცემის ვალდებულებები ამ დრომდე არ შეასრულა.
კომუნიკაცია შეწყდა და გარიგება ჩაიშალა.
"პირველ პრესკლუბში" გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანია VI2 Partners GmbH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილო ლუბემ და მისმა ადვოკატმა დავით ასათიანმა არსებული დავის შესახებ ისაუბრეს.
მარკ-მილო ლუბეს თქმთ, მათი მხარე ამ ხუთი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
"რაკია ჯორჯია" და მისი არაბი მეპატრონეები კი, იქცეოდნენ უკანონოდ, არაკეთილსინდისიერად და ყოველგვარი ბიზნეს ეთიკის დარღვევით. მათ მთელი ამ დროის განმავლობაში, მითვისებული აქვთ გადახდილი თანხა.
"საკითხისადმი ასეთ არაბიზნესურ და უპასუხისმგებლო მიდგომას, რასაც "რაკია ჯორჯიას" მხრიდან აქვს ადგილი, დღემდე მსოლფიოს არცერთ ქვეყანაში არ შევხვედრივარ.
როდესაც ერთი კომპანია მეორეს გამოართმევს 20 მილიონ დოლარს და არ უბრუნებს, ეს აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და მომავალში, უქმნის პრობლემას მომავალ ინვესტიციებს. ეს არ არის მისაღები იმ ქვეყნისათვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, არ ვაპირებთ საქართველოში ინვესტიციების შეწყვეტას და არც ჩვენი პარტნიორი კომპანიები არ აპირებენ ამას. მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს სასამართლო შეძლებს ამ პრობლემას დადებითად გადაწყვეტას", - განაცხადა მარკ-მილო ლუბემ.
კომპანიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამოიღოს ის თანხა, რომლითაც დაზარალდა და ამასთანავე, მიიღოს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, დამატებითი თანხა.
"ამით ჩვენი ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები საქართველოში აღარ მოხდეს",-აღნიშნა მარკ-მილო ლუბემ.
"მოლაპარაკების ყველა რესურსი, სამწუხაროდ, პრაქტიკულად ამოწურულია. "რაკია ჯორჯიამ“ დაზარალებულ მხარეს გარდა სამართლებრივი ქმედებებისა სხვა გზა არ დაუტოვა. შესაბამისად,“რაკია ჯორჯიას“ აღნიშნული უკანონო ქმედებები გახდა იმის საფუძველი, რომ მყიდველმა მხარემ, "რაკია ჯორჯიას“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა საქართველოს სასამართლოს და ითხოვს გადახდილი თანხის, 20 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნებას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“, – აღნიშნა ასათიანმა.
დღეის მდგომარეობით, დაყადაღებულია სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი" და "რაკია ჯორჯიას" სხვა უძრავი ქონება, როგორც თბილისში, ასევე შავი ზღვისპირეთში. კომპანიის საბანკო ანგარიშები კი ხელუხლებელია.
ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი და ადვოკატი აცხადებენ, რომ მათ არ სურთ ხელი შეუშალონ სასტუმროს ფუნქციონირებას და მის რეაბილიტაციას.
ამ დროისათვის, სასამართლო მოპასუხე მხარის "რაკია ჯორჯიას" მხრიდან შესაგებელს ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100