სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თეგეტა მოტორსის ახალი შეთავაზება!

20 მაისიდან 20 ივნისის ჩათვლით „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ 15%-იან ფასდაკლებას TOPTUL, MATRIX, HITACHI, ბრენდების მიერ წარმოებულ ინსტრუმენტებისა და ხელსაწყოების სრულ ასორტიმენტზე.

აქციის ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ, როგორც ელექტრო ინსტრუმენტები, ასევე აკუმულატორიანი ინსტრუმენტები, ხელის ინსტრუმენტები და ბენზინის ძრავიანი ხელსაწყოები. აღნიშნული აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“, როგორც თბილისის ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხისა და თელავის სერვის ცენტრებში.

TOPTUL გახლავთ პრემიუმ ხარისხის ბრენდი, რომელიც ფოკუსირებულია ხელის ინსტრუმენტების წარმოებაზე. მრავალი სახეობის, ფორმის თუ ზომის: ქანჩი, სახრახნისი, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა და სხვა. ხოლო გერმანული ბრენდი MATRIX-ი და იაპონური კომპანია HITACHI აწარმოებენ უმაღლესი ხარისხის ელექტრო ინსტრუმენტებს, ბენზინის ძრავიანი ხელსაწყოებს და სხვადასხვა სახის - ელექტრო ხერხებს, ელ. ბურღებს, ელ. პერფორატორებს და სხვა მრავალ საჭირო ინსტრუმენტს.

„თეგეტა მოტორსი“ არის უმსხვილესი იმპორტიორი 300-ზე მეტი მსოფლიოში წამყვანი ბრენდის მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის საქართველოში. მხოლოდ „თეგეტა მოტორსის სერვის ცენტრებში შეგიძლიათ შეიძინოთ ოფიციალური პროდუქცია, გარანტიით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100