სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის II ტური დასრულდა

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი II ტური დასასრულდა. ბოლო კონცერტს ამჯერად, ფოთმა მუასპინძლა, რომელიც 30-31 მაისს, ვ. გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე გაიმართა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, აჭარის - ხულოს, შუახევის, ქედის ფოლკლორული ანსამბლები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები, სახალხო მთქმელები.

„ფესტივალს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ფოლკლორის განვითარებისთვის. დასრულდა ფესტივალის მეორე ტური. მართლაც, არაჩვეულებრივი კონცერტების მომსწრენი გავხდით. დიდი იმედი მაქვს, ფინალი კიდევ უფრო საინტერესო იქნება, რომელიც გაიმართება 27-28 ივნისს. ფესტივალის ლაურეატებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს გადაეცემათ დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემია,” - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ.შეგახსენებთ, რომ "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

როგორც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში აღნიშნავენ, ფესტივალი წარმოაჩენს საქართველოს ფოლკლორში არსებულ მდგომარეობას. იგი ხელს შეუწყობს ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, ზეპირსიტყვიერების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისებას, მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. ასევე, გამოიცემა DVD ალბომი - "საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016” და ლაურეატთა ბუკლეტები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100