ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი ახალ ფილმზე მუშაობენ

ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი ახალ მხატვრულ ფილმზე "ჩემი ბედნიერი ოჯახი" მუშაობენ.ფილმის „გრძელი ნათელი დღეები“ შემდეგ, რომელიც 100-ზე მეტ კინოფესტივალზე აჩვენეს, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის კინოგაქირავებაში მოხვდა და 2013 წლის ყველაზე წარმატებულ საფესტივალო ფილმად დასახელდა, „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ რეჟისორებისთვის მეორე ერთობლივი ფილმია.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი“ თბილისში მცხოვრები ერთი ქართული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, სადაც სამი თაობის წარმომადგენელი ერთ ოჯახში, ერთ ჭერქვეშ ცხოვრობს. ფილმის მთავარი პერსონაჟი ქართული ენისა დალიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომელიც ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს.
ფილმში მთავარ როლს მსახიობები ია შუღლიაშვილი და მერაბ ნინიძე ასრულებენ.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი საქართველოს, გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი კინოპროდუქციაა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიით, ასევე გერმანიის ტელეარხის ZDF და ევრიმაჟის ხელშეწყობით იქმნება.
"ჩემი ბედნიერი ოჯახი" კინოინდუსტრიის წახალისების სახელმწიფო პროგრამით „გადაიღესაქართველოში” ისარგებლებს, რომელიც, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ფილმის მწარმოებელი კომპანიისთვის გაწეული კვალიფიციური ხარჯის 20-25 % -ს უკან დაბრუნებას გულისმობს.
ფილმის პრემიერა 2017 წელს შედგება, მანამდე კი გადასაღებ მოედანზე მიმდინარე მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა მედიის წარმომადგენლებს 10 ივნისს, 19:30-დან 20:30 საათამდე ექნებათ.(მის: წყნეთი, მაია წყნეთელის ქ. 8. შესახვევი ცენტრალური ქუჩიდან (რუსთაველის ქუჩა) წმ. ნინოს ეკლესიასთან)

კომენტარი