თომა ჩაგელიშვილის ფილმი ოდესის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმი "მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ოდესის საერთაშორისო კინოფესტივალზე ევროპული დოკუმენტური ფილმების კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი 15 ივლისს იწყება და 23 ივლისამდე გასტანს.
"მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდს ეხება და რუსული ოკუპაციის შესახებ მოგვითხრობს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის გაზაფხულზე პრაღაში საერთაშორისო კინოფესტივალზე One world შედგა. დოკუმენტურ ფილმის ქართული პრემიერა კი შემოდგომაზე, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Cinedoc-Tbilisi ფარგლებში იგეგმება.

"მე არ გადავკვეთე საზღვარი, საზღვარმა გადამკვეთა მე" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.ფილმის მწარმოებლები არიან T-studio და Closs&co, ხოლო პარტნიორები - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, კავკასიური სახლი და სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2.

კომენტარი