სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღე მე-12- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეცამეტე დღე ერთერთი გამორჩეული იყო. მიზეზი ამისა გახდა პორტუგალია - უნგრეთის ძალიან დაძაბული თამაში, რომელიც 3:3 დასრულდა. რაც შეეხება ისლანდიას, მან ბოლო წამებზე მოუგო ავსტრიას და გავიდა მეორე ადგილზე.

გოჩამ და ლუდმა ნატახტარმა გუშინ პარიზის ფანზონიდან მიმართეს ლუდის და ფეხბურთის მოყვარულებს. კადრში სხვა ნაკრებების გულშემატკივრებთან ერთად ვნახეთ პორტუგალიის მოწყენილი გულშემატკივრები, რომლებიც გულდაწყვეტილნი იყვნენ თამაშის შედეგით.გუშინდელ დღეს რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ევროპის ჩემპიონატის დროს. ხორვატმა ფანმა ესპანეთთან მოგების შემდეგ, ზეიმისას, უეცრად დაკარგა ფეხსაცმელი, ხოლო პორტუგალიის თამაშის დროს რონალდომ, გარდა იმისა რომ დუბლით გამოიჩინა თავი, ანუ ორი გოლი გაუტანა უნგრეთს, მან ერთერთ ჟურნალისტს მიკროფონი გადაუგო ტბაში.

ბოლოს კი, ტრადიციულად გიტოვებთ დღის ფოტოს "ცოლს ვწერდი დილით: დინოზავრზე ვზივარ და ისე გელაპარაკები - მეთქი... ამ დრომდე ვერ ვაჯერებ, რომ ჯერ წვეთი ლუდიც არ დამილევია".

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.
ბმულები:
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1333044946712922/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1333045976712819/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1333076276709789/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1333118250038925/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100