სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღე მე-17- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ევროპის ჩემპიონატის მეჩვიდმეტე დღეს, გოჩა კვლავ პარიზის ფანზონიდან მიესალმა ლუდი ნატახტარის და ფეხბურთის მოყვარულებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნების გულშემატკივრები იმყოფებოდნენ. 27 ივნისს, სამი თამაში გაიმართა საფრანგეთში. ერთმანეთს ბელგია და უნგრეთი დაუპირისპირდნენ, სადაც ბელგიამ უნგრეთს 4 გოლი გაუტანა და შეიძლება ითქვას გაანადგურა მერვედფინალში. საფრანგეთმა ირლანდიას 2:1 მოუგო, ხოლო გერმანიამ სლოვაკეთი 3:0 დაამარცხა.

ჩართვისას, გოჩამ მაყურებლებს სთხოვა თავიანთი აზრი დაეფიქსირებინათ, თუ როგორ მოიქცეოდნენ ისინი, თუკი ქართველები ევროპის ჩემპიონატზე გავიდოდნენ. როგორ უგულშემატკივრებდნენ მათ, რას იმღერებდნენ, რას იცეკვებდნენ, რა შეძახილები ექნებოდათ და როგორ გაერთობოდნენ ფანზონაში. ამ კითხვებზე საინტერესო პასუხები დაფიქსირდა ნატახტარის ფეისბუქ გვერდზე. მაგალითისთვის იყო ასეთებიც: „შალახოს ჩამოუვლიდნენ უეჭველი“, „წაგების შენთხვევაში გინებით იმღერებდნენ უეჭველი“, „გვართმევენ ქართველობას“, „გაუმარჯოს, გაუმარჯოს საქართველოს“, „ცანგალა და გოგონას ვიმღერებდით“ და სხვა.

მაყურებელმა ასევე იხილა, თუ როგორ ზრუნავს გოჩა მშიერ ფეხბურთელებზე. ვიდეოში ისმის გოჩას კომენტარი: „დალასი, ამოდი სახლში, ჭამე და ჩადი ისევ“ . სტადიონზე ყოფნისას გოჩამ ფოტოც შემოგვთავაზა ასეთი ტექსტით: "ორი ინგლისელი ბიძა. ეგონათ, რომ ინგლისი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა და წინასწარ იყიდეს მერვედფინალის ბილეთები. ჰოდა, უწევთ ახლა უელსი - ჩრდილოეთ ირლანდიის ყურება....რომ გაიგეს, საიდან ვიყავი - ქინქლაძე აღარ გეზრდებათო? - მკითხეს."
დღეს გოჩა ესპანეთი-იტალიის მატჩის დროს ჩაერთვება პარიზიდან, ჩვენ კი ხვალ მიმოვიხილვთ საინტერესო ფაქტებს.გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

ბმულები: https://www.facebook.com/natakhtari/videos/1335787419772008/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1335910633093020/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1335937776423639/
https://www.facebook.com/natakhtari/videos/1335167709833979/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100