სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სტამბოლის ტერაქტის თვითმხილველი ქართველების ნაწილმა ღამე ქუჩაში გაათენა

სტამბოლის ტერაქტის თვითმხილველები ქართველებიც არიან. მათი ნაწილი ამ დრომდე სასტუმროში იმყოფება, თუმცა მძიმე ღამის გათენება მათ ქუჩაში მოუხდათ. გადადებული რეისის შესრულებას 200-მდე ქართველი ელოდება. ფრენების აღდგენა თბილისის მიმართულებით დღეს ღამით არის დაგეგმილი და სტამბოლიდან რამდენიმე რეისი შესრულდება. ქართველები ამბობენ, რომ მათ დასახმარებლად საკონსულოს წარმომადგენლები, რამდენიმე საათის შემდეგ, დღეს დილით მივიდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მათი თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში აფეთქების ადგილას მუშაობდნენ. ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია დღის განმავლობაში რამდენჯერმე გავრცელდა, თუმცა ქართველ და თურქ ოფიციალურ პირებს ის არ დაუდასტურებიათ.

ვიდეო: http://rustavi2.com/ka/news/50603

ავტორი: დავით ქაშიაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100