სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღე 21-ე- გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

ორდღიანი საფეხბურთო პაუზის შემდეგ, ევროპის ჩემპიონატის ოცდამეერთე დღეს, გოჩა კვლავ პარიზის ფანზონიდან მიესალმა ფეხბურთის და ლუდი ნატახტარის მაოყვარულებს. გუშინ ერთმანეთს პოლონეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, ამიტომ პენალტების სერია დაინიშნა, რასაც სხვანაირად ლატარეასაც კი უწოდებენ. ლატარეაში პორტუგალია აღმოჩნდა იღბლიანი და შესაბამისად გადავიდა ნახევარფინალში, პოლენეთი კი გამოეთიშა ჩემპიონატს.

გოჩამ ჩართვისას საინტერესო ფაქტები შემოგვთავაზა ფეხბურთის შესახებ. პორტუგალიის კაპიტანს კრიშტიანუ რონალდოს ფეხის ზომა ჰქონია 42. ასევე ბავშვობაში მას მასწავლებლისთვის ჩაურტყამს სკამი, რადგან ის მადეიურ აქცენტზე ეხუმრებოდა. როგორც მოგეხსენებათ, რონალდო კუნძული მადეირადან არის და თავისებური აქცენტი ჰქონდა. კამერუნელ ფეხბურთელს ალექს სონგს ჰყოლია 17 და 10 ძმა. ერთერთმა მაყურებელმა გოჩას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთი 6 ქვეყანაში ყოფილა ოფიციალურად აკრძალული, მათ შორის ავღანეთში, კანგოჯასა და გრელანდიაში. თუმცა ეს ინფორმაცია არ არის გადამოწმებული და დაზუსტებული. რაც შეეხება ფრენკ ლამპარდს, როგორც აღმოჩნდა, მისი IQ ყოფილა 150, მაშინ როცა აინშაიტის IQ იყო 160. თუმცა პასებს რამდენად კარგად აკეთებდა აინშტაინი, ამაზე ინფორმაცია არ გვაქვსJ

გოჩასგან მაყურებელმა ასევე შეიტყო, რომ საფრანგეთში ყოფილა კაფე „ლეზლატანი“ ფეხბურთელი ზლატან იბრაგიმოვიჩის საპატივცემულოდ. ამ კაფეში თურმე იმხელა ბურგერი იყიდება, ჩაკნორისიც კი ვერ მოახერხებდა მის შეჭმას J

ხვალინდელი ჩართვა გოჩას ნატახტართან ერთად კვლავ ფანზონიდან იქნება, ამჯერად ბელგია- უელსის თამაშს დროს.

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1338748846142532/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1338736436143773/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1338736436143773/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1338769272807156/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1338535796163837/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100