სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსკა მაყაშვილმა იცის როგორ გაახაროს ბავშვები!

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობის“ ოპერირების ქვეშ მყოფ თბილისის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, ვინც თავის პროფესიაში წარმატებას მიაღწია.
ამჯერად, პატარები თავისი სტუმრობით მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ყველასთვის საყვარელმა რუსკა მაყაშვილმა გაახარა. მათ სხვადასხვა თემებზე ისაუბრეს. რუსკამ პატარებს მსახიობის ცხოვრების შესახებ უამბო და სახალისო ისტორიები გაიხსენა. ბავშვები ხალისით უსმენდნენ ისტორიებს და გულიანად იცინოდნენ.
ბავშვებმა რუსკას სკოლის ამბები და სპორტში მიღწეული წარმატებების შესახებ უამბეს. უმღერეს და მისთვის შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები. რუსკა ძალიან გაერთო და თვითონაც აჰყვა ბავშვებს ცეკვაში.ბავშვები ძალიან ბედნიერები არიან, რომ რუსკას სახით ასეთი მეგობარი შეიძინეს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100