სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტატო კოტეტიშვილი CICLIC-ის ჯილდოს მფლობელი გახდა

ანსის საერთაშორისო კინოფესტივალზე ტატო კოტეტიშვილი ანიმაციური ფილმის პროექტით "ძაღლი დღეები"(Dog Days) CICLIC-ის ჯილდოს მფლობელი გახდა.ტატოს, როგორც ჯილდოს მფლობელს, შესაძლებლობა ექნება 1 თვის განმავლობაში ფილმის მხატვართან ერთად საფრანგეთში, CICLIC-ის სტუდიაში იმუშაოს მისი პროექტის განვითარებაზე.
CICLIC არის ფონდი, რომელიც აუდიო-ვიზუალური ხელოვნების განვითარებას ემსახურება. მას საკუთარი სკოლა და ანიმაციური ფილმების სტუდია აქვს.
ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე ტატო კოტეტიშვილმა მისი პროექტის წარდგენის შესაძლებლობა ეროვნული კინოცენტრის, ანსისა და ნიქოზის საერთაშორისო კინოფესტივალების ერთობლივ კონკურსში გამარჯვების შედეგად მოიპოვა, რომელიც წელს უკვე მეორედ გამოცხადდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100