გოჩას და ნატახტარის ქრონიკები ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატიდან

6 ივლისს, ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს პორტუგალიის და უელსის ნაკრებები დაუპირპირდნენ. პორტუგალიამ 2:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე და შესაბამისად ფინალის საგზურიც მოიპოვა. უელსი კი სამწუხაროდ გამოეთიშა ჩემპიონატს.

გოჩამ ბორდოდან ლიონში გადაინაცვლა და სტადიონიდან, პორტუგალია-უელსის თამაშის დროს მიესალმა ფეხბურთისა და ლუდი ნატახტარის მოყვარულებს.

როგორც აღმოჩნდა, გუშინდელ მატჩში გოჩა უელსის ნაკრებს ქომაქობდა. ამისთვის მას სამი მიზეზი ჰქონდა. პირველი - რადგან პორტუგალია ისე გავიდა ნახევარფინალში, რომ ვერცერთ თამაშში მოახერხა მოგება, შესაბამისად არ იმსახურებს. მეორე მიზეზს რაც შეეხება - გოჩას განცხადებით, პორტუგალიაში თამაშობს „ყოვლად უღირსი ფეხბურთელი პეპე“ და მესამე მიზეზი არის ის, რომ პორტუგალიის კაპიტანმა რონალდუმ ძალიან უხეშად ილაპარაკა ისლანდიის ნაკრებზე, რამაც ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ისლანდიის გულშემატკივრები გააღიზიანა.

გოჩამ მაყურებელს ტრადიციული ვიქტორინა ნახევარფინალშიც შესთავაზა. მაგრამ ამჯერად შედარებით განსხვავებული მოთხოვნა ჰქონდა: „გთხოვთ დაწეროთ მეორე ტაიმში გატანილი გოლების ავტორების ნომრების ჯამი. ანუ ვინც გაიტანს მეორე ტაიმში გოლს, მათი ნომრები უნდა შეკრიბოთ და დაწეროთ ვიდეოს კომენტარებში.“ როგორც ყოველთვის, პირველი სწორი პასუხის ავტორს საჩუქრად ერთი ყუთი ლუდო ნატახტარი გადაეცემა.

ყველას, ვინც თვალს ადევნებს ჩართვებს ნატახტარს ფეისბუქ გვერდზე, გოჩას ერთ-ერთი ლაივის დროს შეეძლო ენახა ძალიან საინტერესო კადრები პორტუგალიის და უელსისს გულშემატკივრების საოცარი ქომაგობისა და უელსელების შესრულებით „ცათბურთის“J

გოჩა და ნატახტარი ფეხბურთის გულშემატკივრებს უნიკალურ შანსს აძლევენ, ნახონ ყველა ის საინტერესო ფაქტი და დეტალი, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავენ. ერთი სიტყვით, თუკი მეტი ფეხბურთი გწყურიათ, თუ გსურთ კულისებიდან ნახოთ ის, რასაც ტელევიზორში ვერ ნახავთ. ან არ გიყვართ ფეხბურთი, მაგრამ უბრალოდ გოჩა გიყვართ. მაშინ გოჩა და ლუდი "ნატახტარი" თქვენთვის საფრანგეთიდან მეტი ფეხბურთის ჩამოტანაზე იზრუნებენ.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჩართვის დროს გოჩა თანდარაშვილი არა მხოლოდ ფანზონაში და სტადიოენზე მიმდინარე ამბებს გვაცნობს, არამედ სოციალურ ქსელში, ნატახტარის გვერდზე დასმულ კითხვებს ან უბრალოდ კომენტარებსაც პასუხობს. სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ, გააქტიურდეთ და დაუსვათ გოჩას თქვენთვის საინტერესო შეკითხვები.

ბმულები:

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1342561239094626/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1342741165743300/

https://www.facebook.com/natakhtari/videos/1342775595739857/

კომენტარი