ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანსამბლი "იალონის" აუდიო და DVD დისკის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა ქართული ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლს "იალონს" უმასპინძლა. ანსამბლის აუდიო და DVD დისკის პრეზენტაცია "ფოლკ გარდენში" გაიმართა. დისკებში შესულია ,,იალონის“ 2015 წლის სოლო კონცერტის - ,,მზის ამოსვლიდან- ჩასვლამდე“ - ჩანაწერი. ასევე წარმოდგენილია ქართული ხალხური, საეკლესიო და ქალაქური სიმღერები და რიტუალები ადამიანის დაბადებიდან - გარდაცვალებამდე.

„პროგრამაში შედის ქართული ხალხური პოეზიის ნიმუშები, რომელიც სპეციალურად კონცერტისათვის, თემატური შერჩევით, ეთერ თათარაიძისგან ჩავიწერეთ.მნიშვნელოვანია, რომ ფოლკოლორის ეროვნულ ფესტივალზე ნომინაციაში - ქალთა ანსამბლი - I ადგილი დავიმსახურეთ. საკმაოდ დიდი წარმტებააა. შესაბამისად, ცენტრი მუდამ ხელს უწყობს ასეთ ანსამბლებს და მადლობას უხდით მათ თანადგომისათვის“, - ითქვა პრეზენტაციაზე.

ანსამბლი იალონი შეიქმნა 2009 წელს, თბილისის იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მგალობელთა გუნდის ბაზაზე, ნინო ნანეიშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული ტრადიციული მუსიკის -საეკლესიო გალობის, ხალხური და ქალაქური სიმღრბის შესწავლა და პოპულარიზაცია. ანსამბლს გამოცემული აქვს რამდენიმე აუდიო ალბომი. ანსამბლს ჩატარებული აქვს მრავალი კონცერტი, როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. ანსამბლს მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, საქართველოს ფოლკლორის 2015-2016 წლების ეროვნული ფესტივალის ქალთა ანსამბლების ნომინაციის I ადგილი.

კომენტარი