სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ფონდი ნატახტარის“ ხელშეწყობით დანიელ შერვაშიძე დღეს წარმატებულია

„ფონდი ნატახტარის“ ხელშეწყობით დანიელ შერვაშიძე დღეს წარმატებულია

ის აქტიურად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის

დღეს ფონდი ნატახტარის ხელშეწყობით დანიელ შერვაშიძეწარმატებულია. ივნისში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისთვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი გოგოხიამ სპეციალური სიგელი გადასცა. დანიელმა ასევე თავი გამოიჩინა კონკურსში „ვხატავთ ბიბლიურ პერსონაჟებს“. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა ის სიგელით დააჯილდოვა.

მნიშნელოვანია, რომ პროექტში „იზრუნე მომვალზე“ დანიელი 16 წლის ჩაერთო. მას ნოემბერში უკვე 18 წელი უსრულდება და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგება. როგორც მისი ფსიქოლოგი ლელა ზარქუა აღნიშნავს, დანიელი აქტიურად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის - იღებს პროფესიულ განათლებას, და ასევე წარმატებულია საყვარელ საქმიანობაში - ფერწერაში: დანიელი 16 წლისიყო როცა ჩვენი შეხვედრა შედგა, ეს იყო მორცხვი მოზარდი, რომელსაც ნაკლებად სჯეროდა საკუთარი ნიჭის და წარმატებების. არ ქონდაგააზრებული მომავლის პერსპექტივები და არ უთმობდა დროს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. დანიელთან ფსიქოლოგიურიმუშაობა სწორედ ამ მიმართულებით წარიმართა. დანიელი დღესსამხატვრო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. ის აქტიურად იღებსმონაწილეობას კონკურსებსა და გამოფენებში. ამის დასტურია კონკურსებში მიღებული დიპლომები და მიღწეული შემოქმედებითიწარმატებები. დანიელი ჩვენი პროექტიდან იღებს სტიპენდიას და ასევე გრძელდება ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

მნიშნელოვანია, რომ „ფონდი ნატახტარი“ კვლავ აგრძელებს თანხების შეგროვებას და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მოზარდების მხარდაჭერის პროგრამას. აქცია დაიწყო 16 მაისს და გრძელდება 17 აგვისტომდე. ფონდის ხელშეწყობით, დღეს მზრუნველობამოკლებულიმოზარდები წარმატებულები და დამოუკიდებლები არიან. „ფონდი ნატახტარი“ ჩემნაირი ბავშვების იმედია. მინდა ბევრმა გაიგოს რა კეთდება და ბევრმა დაგვიჭიროს მხარი, თუნდაც ლიმონათის შეძენით, რომ ბვერმა ბავშვმა მიიღოს ფონდისგან დახმარება,“ - აზრს გვიზიარებს დანიელი.

2011 წლიდან, „ფონდი ნატახტარი“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებაში ეხმარება. 5 წლისგანმავლობაში, ფონდში 600 000 ლარზე მეტი შეგროვდა. პროექტის "იზრუნე მომავალზე’‘ ფარგლებში, მოზარდებს საგნებშიც ამზადებენ,სპეციალისტები პროფესიული განათლებისა და მართვის მოწმობის მიღებაში, ასევე პროფესიისთვის საჭირო იარაღების/მასალის შეძენაშიცეხმარებიან. "ფონდი ნატახტარი” კი მათ სტიპენდიით, ბინის ქირით, კვებისა და გზის ხარჯებითაც უზრუნველყოფს. რაც მთავარია, ფონდითითოეული ბენეფიციარისთვის თანხას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად გამოყოფს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100