სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სერგეენკო ავარიის შედეგად დაშავებულ მორაგბეების მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი მძიმე რჩება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მინისტრმა, ასევე, სამძიმარი გამოუცხადა ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს და მათ ახლობლებს.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა მკურნალობას გადიან, ერთი მათგანის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენი სამის კი რჩება მძიმედ. რაც შეეხება გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული პანიკის მცდელობებს, როცა მობილიზაციას აცხადებდნენ სისხლის პროდუქტებზე, გიდასტურებთ, რომ არც ერთ ეტაპზე, არც ერთი სამკურნალო კომპონენტის დეფიციტი არ ყოფილა, მათ შორის სისხლის პროდუქტების“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, დილის საათებში კონსილიუმი გაიმართება და უკვე შუადღისთვის იქნება სამოქმედო გეგმა.

„გვიან ღამით იქ ჩავიდა სპეციალისტების ჯგუფი. ვფიქრობ, რომ დილის საათებში გაიმართება კონსოლიუმი და შუადღისთვის გვექნება სამოქმედო გეგმა. რაც შეეხება გადმოყვანას, ამის საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, რადგან სადაც არიან, მათ მკურნალობა კვალიფიციურად უტარდებათ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100