სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსთაველზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი მგზავრი საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო ”რედისონთან” ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს დიდი სისწრაფით მიმავალი სამარშრუტო მიკროავტობუსი და ტაქსი დაეჯახნენ, რომლის შედეგად მიკროავტობუსი ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური. გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100