სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანისმუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში, შუა მთაში, ჭყვიშსა და ციხე სულორში გამართა. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობას„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ვანის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ვანი სამეცნიერო ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს , რაც ხელსშეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას. დღეს აქცენტი სოფლის მეურნეობის იმსფეროს განვითარებაზეც გამახვილდა, რომელიც პერსპექტიულია და მოსახლეობას კარგ შემოსავალს მისცემს.

„ ვანში უნდა აღდგეს მეაბრეშუმეობა,რაც მოსახლეობისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. სახელმწიფომ უკვე შემოიტანა საუკეთესოჰიბრიდული ჯიშის ხეები, რომელიც მრავალწლიანია და გამორჩეული ხარისხის ფოთოლს იძლევა.უახლოეს მომავალში მთავრობისინიციატივით დაიწყება პროექტი,რომელიც მეაბრეშუმეობას დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას“-განაცხადა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.

კანდიდატი დღესვე სოფელ მთის ძირში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე კიკაბიძეების ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნო,დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები, რომელსაც მდინარე „ნასერალა’’ ყოველი წვიმისას აზიანებს. გიორგი ლილუაშვილმამოსახლეობის თხოვნით სოფელ შუა მთის კულტურის სახლიც დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.

(R)


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100