2 ქართული ფილმი სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე

სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმი მიიღებს მონაწილეობას.
მარიამ ხაჭვანის "დინოლა" და ვახო ჯაჯანიძის "გამოსვლა" ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში იქნება წარმოდგენილი.
ორივე ფილმი ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია.
"დინოლა" საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნული ქვრივის და სვანურ ტრადიციას შეწირული დედაშვილობის შესახებ მოგვითხრობს. ფილმმა ჯილდოები 17 საერთაშორისო კინოფესტივალზე მოიპოვა და პირველი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმი გახდა, რომელიც ევროპის კინოაკადემიამ შეარჩია.
"გამოსვლა" სულ ცოტა ხნის წინ დამოუკიდებელი ამერიკული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ფესტივალზე Maine International Film Festival იღებდა მონაწილეობას. ფილმს უკვე აქვს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული ჟიურის სპეციალური პრიზი.
სკანდინავიის საერთაშორისო კინოფესტივალი ჰელსინკში, ფინეთში 7-11 სექტემბერს ჩატარდება.

კომენტარი