მინისტრმა პოლონეთის დელეგაციას უმასპინძლა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გიორგი თავამაიშვილმა პოლონეთის მალოპოლსკას რეგიონის დელეგაციას უმასპინძლა.

პოლონურ დელეგაციას მალოპოლსკას რეგიონის ვიცე მარშალი ვოიცეხ კოზაკი, რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კაზიმერჟ ბარჩუკი, რეგიონის საბჭოს წევრი ჟორჟ ლიპიეცი,დეპუტატი ჟორჟ ბიდრონი და სხვა ოფიციალური პირები წარმოადგენენ.

მინისტრმა სტუმრებს რეგიონში განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

აჭარასა და მალოპოლსკას რეგიონებს შორის დაგეგმილია თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს.


კომენტარი