ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საყოველთაო საქველმოქმედო აქციას სასკოლო ნივთების შესაძენად სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის.

საქართველოში ერთ–ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 4 წელია მზრუნველობას უწევს 100–ზე მეტ ბავშვს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას თანხის შესაგროვებლად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასკოლო ნივთების, ჩანთების და ტანსაცმლის შესაძენად!

„ძნელი წარმოსადგენია, რომ ზოგიერთი პატარა სკოლაში ვერ დადის იმის გამო, რომ მათ უბრალოდ ჩასაცმელი არ აქვთ, მათ არ აქვთ ჩანთები და რვეულები, ხოლო ზოგი დასუსტებულია შიმშილისგან! საშინელებაა არა?!

განათლების მიღება – ეს ერთადერთი საშუალებაა ამ ბავშვებისთვის, რომ თავიანთი ცხოვრება შეცვალონ, თავი დააღწიონ სიღარიბეს და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები!

მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, შეუერთდეთ ფონდის ინიციატივას. თუ გაქვთ საშუალება, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: სასკოლო ნივთები) ან პირდაპირ ფონდის ვებ–გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/149/

შემოწირული თანხით ფონდი შეიძენს ყველაფერს, რაც ბავშვებს წარმატებული სწავლისთვის დასჭირდებათ. ჩანთებს, რვეულებს, ფანქრებს, კალმებს, სახატავ რვეულებს.

დაწვრილებით ანგარიშს საჩუქრების გადაცემის შესახებ ჩვენს ვებ–გვერდზე www.fsp.ge და ფეისბუკზე https://www.facebook.com/SocialPartnership/ იხილავთ!

საცნობარო ინფორმაცია: საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ საქართველოში 2012 წელს დაარსდა.

ფონდი სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას უწევს მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებს; მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს; სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს.

ფონდის ოპერირების ქვეშ არის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი თბილისში და ბავშვთა პანსიონი ქობულეთში. ფონდის მზრუნველობის ქვეშ იმყოფება 700 ადამიანი. მათ შორის 100 ბავშია.

კომენტარი