სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF „ალტერნატიული ტალღა“

ათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ტრადიციულად ინდუსტრიულ პლატფორმას „ალტერნატიულ ტალღას“ უმასპინძლებს, რომლის ძირითადი ფოკუსი, სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის პროექტების განვითარება იქნება. ამაში პროდუსერებს უცხოელი და ქართველი პროფესიონალები დაეხმარებიან. აღნიშნულთან დაკავშირებით, 14 სექტემბერს, 12:00 საათზე, კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება.
პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი და „ალტერნატიული ტალღის“ ორგანიზატორები - თინათინ ყაჯრიშვილი და ლაშა ხალვაში. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან „ალტერნატიული ტალღის“ 2016 წლის გამოშვებისთვის შერჩეული პროექტების ავტორები.
„ალტერნატიული ტალღა“ 21-25 სექტემბერს ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. „ალტერნატიული ტალღის“ მონაწილეებთან იმუშავებენ ექსპერტები: ნიკოს პანაიოტოპოლოსი (სკრიპტ დოქტორი), კონსტანტინე მინდია ესაძე (ოპერატორი), დიტო ცინცაძე (რეჟისორი), პიტერ რომელი (პროდიუსერი), გელა ბაბლუანი (რეჟისორი). ინდუსტრიული პლატფორმის მონაწილეები შეხვედრებს გამართავენ ოსკაროსანი ფილმის „იდა“ სცენარის ავტორთან რებეკა ლინკევიჩთან და რეჟისორ ალექსანდრე მინდაძესთან.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი, წელს მასშტაბური პროექტის Check in Georgia- ს ფარგლებში ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100