სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოში უცხოური საინვესტიციო კაპიტალის მოზიდვის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო, საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ (Investment Group BGEO) ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას განაგრძობს. „ბიჯეოს“ შვილობილმა კომპანიამ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ საქართველოში, კერძოდ საგურამოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ეკოლოგიურად სუფთა, ,,მწვანე“ ჰესი ააშენა. „საგურამოჰესის“ მშენებლობისთვის 11 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. „ბიჯეომ“ ჯამში 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“.

„საგურამოჰესის“ მშენებლობა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფრასტრუქტურის და რესურსის გამოყენებით გახორციელდა. აგრეგატის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 32 მლნ.კვტ\სთ. ჰესი ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას უზრუნველყოფს და წლის განმავლობაში თანაბარი სიმძლავრით იმუშავებს, რაც თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტიაა.

„მოხარული ვარ, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ წარმატებით ასრულებს ძირითად საქმიანობას და აქტიურად განაგრძობს უცხოური მოზიდული კაპიტალის, სწორედ საქართველოში, ქართულ კომპანიებში ინვესტირებას. ჯამში ,,ბიჯეოს“ მიერ 200 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“. საქართველოს ეკონომიკის განვითარების და სტაბილურობის გარანტი, სწორედ ქართული კომპანიების გაფართოვება და განვითარებაა. ზუსტად ისე, როგორც ეს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა’’ განახორციელა. მინდა მივულოცო მთელს გუნდს ეს წარმატება. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირება კი სწორედ ქართული კომპანიების განვითარებაში მოხდება“ განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.

დამატებითი ინფორმაცია საინვესტიციო ჯგუფის შესახებ იხილეთ: http://bgeo.com/

###

„ბიჯეო”-ს შესახებ:

„ბიჯეო“ ქართული საინვესტიციო ჯგუფია, რომელმაც 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას „ბიჯეო“ სამშენებლო, ჯანდაცვის, საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო, ჰიდრო და სხვა წარმატებულ ქართულ ბიზნესში ახორციელებს. „ბიჯეო“-ს საერთაშორისო საინვესტიციო ფონდები ფლობენ. ჯგუფის 94% აქციონერები არიან მსოფლიოში წარმატებული ფინანსური ინსტიტუტები: Shroders Investment Management, Harding Loevner, Westwood International Advisors, Artemis Investment Management და სხვა. ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭო შედგება მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი დირექტორებისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100