“ჯორჯიან მანგანეზი” ჭითურის და ზესტაფონის საარჩევნო ოლქის

მაჟორიტარ კანდიდატებს მოუწოდებს საჯარო გამოსვლებისას დაიცვან

ობიექტურობა და კომპანიის საქმიანობის დისკრედიტაციით ნუ ეცდებიან

საკუთარი რეიტინგის გაზრდას

საპარლამენტო წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ზესტაფონის და ჭიათურის

საარჩევნო ოლქის მაჭორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ბოლო პერიოდის

საჯარო გამოსვლებში თუ სპეციალური ფორმატის სატელევიზიო დებატებში

მუდმივად ახდენენ “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის დისკრედიტაციას, ფაქტების

უხეშ დამახინჯებას და რეალობის იმ მხრივ დრამატიზირებას რაც მათი აზრით

ზრდის საკუთარ წინასაარჩევნო რეიტინგს.

“ჯორჯიან მანგანეზი” უფლებამოსილია განაცხადოს , რომ მსგავსი უსაფუძვლო

ბრალდებები დიდ ზიანს აყენებს კომპანიის საქმიან რეპუტაციას და მოქმედი

პოლიტიკური ფიგურებისგან წარმოადგენს კომპანიის საქმიანობაში უხეშ ჩარევს.

გამომდინარე სატელევიზიო პოლიტიკური დებატების ფორმატიდან, ჩვენ არ

გვეძლევა საშუალება პასუხი გავცეთ იმ ბრალდებებს, რაც ჩვენი მისამართით ისმის.

მივმართვათ მედია საშუალებებს, ჩვენი კომპანიის წარმომადგენლებს დაეთმოს

პროპორციული დრო და საინფორმაციო სივრცე ფაქტების ობიექტურად

წარმოჩენისთვის.

მიუხედავად მაჟაროიტარი დეპუტატობის კანდიდატების მრავალი უსაფუძვლო

ბრალდებებისა “ჯორჯიან მანგანეზი” წარმოადგენს არა მხოლოდ იმერიეთის

რეგიონში, არამედ ქვეყანაში უმსხვილეს დამსაქმებელს (5500 თანამშრომელზე

მეტი) მიუხედავად მსოფლიოში დღეს არებული მეტალურგიული კრიზისისა კვლავ

ვინარჩუნებთ მთავარი ექსპორტიორის სტატუსს ქვეყნის ეკონომიკაში (და ამ ფონზე

არ შეგვიმცირებია დასაქმებულთა რიცხვი). გასული ოთხი წლის მანძილზე ჩვენმა

კომპანიამ განახორციელა 52 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია

ტექნოლოგიური და საწარმოო ოპტიმიზაციის მიზნით, ხოლო ბიუჯეტში 101

მილიონი ლარი შეიტანა გადასახდების სახით. ყოველ წელს ჯორჯიან მანგანეზი

ათობით მილიონ ლარს ხარჯავს სოციალური პროექტების და გარემოცდაცვითი

პრობლემების გადაწყვეტაში და აქტიურადაა ჩართული ადგილობრივთა

სოციალური პრობლემების მოგვარებაში.

“ჯორჯიან მანგანეზი” იმედოვნებს მომავალში დაცული იქნება პოლიტიკოსთა

მხრიდან ობიექტურობა და რეალურად იზრუნებენ ისეთი გარემოს შექმნაზე

როდესაც ბიზნესი ხელ შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და არა

პოლიტიკოსთა ინტერესებს.

„ჯორჯიან მანგანეზი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

(R)

კომენტარი