სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ინტერნეტ მაღაზია deals.ge საოჯახო ტექნიკის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ

ინტერნეტ მაღაზია deals.ge, რომელიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში 2014 წლიდან არსებობს, ათასობით სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საოჯახო ტექნიკის ფართო ასორტიმენტსაც გთავაზობთ. მაღაზიაში წარმოდგენილია მსხვილი თუ წვრილი საოჯახო ტექნიკა: ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი, მტვერსასრუტი,

საკერავი მანქანა და სხვა.
www.deals.ge-ს მიზანია, მომხმარებელს დამღლელი პროცედურები და ზედმეტი დანახარჯები აარიდოს და შოპინგის პროცესი რაც შეიძლება მარტივი და ინოვაციური გახადოს. სწორედ ამ მიზნით, საიტზე მოქმედებს მოქნილი და ეფექტური მიწოდების სერვისი, რაც ნივთის როგორც თბილისის, ისე მთელი საქართველოს მასშტაბით მიტანას გულისხმობს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სასურველი ნივთის შესაძენად თანხა არ გყოფნით, საშუალება გეძლევათ საბანკო ან შიდა განვადების პირობებით ისარგებლოთ. ონლაინ განვადების გაფორმება შეგიძლიათ ბანკ რესპუბლიკასთან, ლიბერთი ბანკთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისთან.

განვადების პირობები საკმაოდ მარტივია: უნდა შეავსოთ ონლაინ აპლიკაცია და ბანკის გადაწყვეტილებას დაელოდოთ. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ინტერნეტ მაღაზიის წარმოამდგენლები შეძენილ ნივთს სახლში მოგიტანენ, რაც დღევანდელი დატვირთული ცხოვრების რიტმის გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის დამატებითი კომფორტია.
რაც შეეხება შიდა განვადების პირობებს, ამ სერვისით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ თბილისის მაცხოვრებლებს. შიდა განვადების ხანგრძლივობა 2- 12 თვეა, 500 ლარამდე ღირებულების პროდუქტზე წინასწარი შესატანის საჭირო არ არის, ხოლო დამტკიცების საკომისიო და პროცენტი დამოკიდებულია პროდუქტის ღირებულებასა და მომხმარებლის მიერ არჩეული თვეების რაოდენობაზე. განვადების დამტკიცების შემთხვევაში, კურიერი ხელშეკრულებას და შეძენილ პროდუქტს მითითებულ მისამართზე, მაქსიმუმ 48 სამუშაო საათში მოგაწვდით.
შიდა განვადების გარდა, პროდუქტის შეძენა შესაძლებელია deals.ge-ს პარტნიორ შპს „ისთ ვესთ კაპიტალის“ სწრაფი სესხების მეშვეობით.
ინტერნეტ მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე მომწოდებლის ოფიციალური გარანტია ვრცელდება. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს ნივთის შეკეთებას(ნივთის შეკეთების დრო დამოკიდებულია უშუალოდ სერვის ცენტრზე), ხოლო თუ მისი შეკეთებით ვერ მოხერხდა მოწყობილობის დაზიანების აღმოფხვრა, ნივთი ექვემდებარება შეცვლას. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ნივთის სხვა ნივთით შეცვლა, deals.ge გააუქმებს შეკვეთას და შეკვეთაში გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100