სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

24 წლის ზურაბ გაიმარჯვაშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება.

საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ ახალგაზრდა ბიჭის, ზურაბ გაიმარჯვაშვილის ისტორიას გაგაცნობთ. ორი წლის წინ ის სიცოცხლით სავსე, ენერგიული ადამიანი იყო, ახლა კი საწოლსაა მიჯაჭვული და სრულიად პარალიზებულია და დახმარების გარეშე ვერაფერს აკეთებს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო, ოჯახის შექმნას გეგმავდა, მაგრამ არ დასცალდა...

2014 წლის 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე, ზურა მეგობრებთან ერთად მდინარეზე საბანაოდ წავიდა. ერთი არასწორი მოქმედება, ნახტომი წყალში და თითქოს ყველაფერი დასრულდა!

ზურა მხოლოდ სასწრაფო დახმარების მანქანაში მოეგო გონს. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ახალგაზრდა ბიჭი 12 დღე ებრძოდა სიკვდილს. ხერხემლის მრავლობითი მოტეხილობა, ზურგის ტვინის და შინაგანი ორგანოების სერიოზული დაზიანება... ექიმები არანაირ იმედს არ იძლეოდნენ.

„მარიამობა რომ არ ყოფილიყო, და დედა ღვთისმშობელი რომ არ დამხმარებოდა, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. მაგრამ რადგან უფალმა ასე ინება და სიცოცხლე შემინარჩუნა, მე არ ვნებდები და იმედს არ ვკარგავ. მართალია, ახალგაზრდა პარალიზებული ადამიანისთვის ეს ძალიან ძნელია. დედაჩემი სულ ჩემს გვერდითაა და ყველაფერს აკეთებს, იმისათვის, რომ ფეხზე დავდგე. მაგრამ უკვე ყოველგვარი საშუალება ამოგვეწურა“ – ამბობს ზურა.

ზურასთვის სიცოცხლე რომ შეენარჩუნებინათ, დედამ ყველაფერი გაყიდა რაც კი ფასეული გააჩნდა: სახლი, ავეჯი, ტექნიკა... და ახლა მიზერულ შემწეობაზე არსებობენ, რომელიც ზოგჯერ საჭმლისთვისაც არ ჰყოფნით.

მას შემდეგ რაც ღია ცის ქვეშ დარჩნენ, ისინი კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს. ახლა ზურა და დედამისი სხვის სახლში ცხოვრობენ, ყოველგვარი საარსებო წყაროს გარეშე და ზურას მკურნალობის გასაგრძელებლად არანაირი თანხა არ გააჩნიათ. ზურა კი იმედს არ კარგავს, რომ ის კვლავ გაივლის. ამისათვის კი ძვირადღირებული მედიკამენტები და სარეაბილიტაციო კურსი სჭირდება.

ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ იწყებს საქველმოქმედო აქციას, ზურაბ გაიმარჯვაშვილის დასახმარებლად! თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მას, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ზურაბ გაიმარჯვაშვილი) ან პირდაპირ ფონდის ვებ-გვერდიდან https://fsp.ge/ge/donate/154/

უბედური შემთხვევისგან დაზღვეული არავინაა, ამიტომ გთხოვთ არ დარჩეთ გულგრილი, ზურას მთელი ცხოვრება წინ აქვს და მისი მომავალი ჩვენს ხელშია! გვჯერა, რომ ზურა გაამართლებს თავის გვარს და გაიმარჯვებს ავადმყოფობაზე!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100