სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული დოკუმენტური ფილმები საერთაშორისო კინოფესტივალებზე

„გოგიტას ახალი ცხოვრება"
ლევან კოღუაშვილის ფილმი "გოგიტას ახალი ცხოვრება" ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (IDFA) მიიღებს მონაწილეობას. ფილმი ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვან - სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაშია წარდგენილი. „გოგიტას ახალი ცხოვრება" მოგვითხრობს ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელიც ციხიდან 14 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გამოდის და ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობს.IDFA მსოფლიოში დოკუმენტური ფილმების ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული კინოფესტივალია, რომელიც 1988 წლიდან ამსტერდამში იმართება. წელს ფესტივალი 16-27 ნოემბერს ჩატარდება.
„დაისის მიზიდულობა"
სალომე ჯაშის ფილმის „დაისის მიზიდულობა" მსოფლიო პრემიერა რამდენიმე თვის წინ ნიონის კინოფესტივალზე შედგა, სადაც რეჟისორმა მთავარი ჯილდო The Main Prize of Regard Neuf section მოიპოვა. მას შემდეგ ფილმმა არაერთ კინოფესტივალზე მოიპოვა წარმატება. ოქტომბრის თვეში კი „დაისის მიზიდულობა" ავსტრიაში ვიენალეზე, ჩეხეთში იჰლავას, ჩილეში ვალდივიის, რუმინეთში ასტრას, ახალ კალედონიაში ანუუ-რუ აბოროსა და თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალებზე საკონკურსო პროგრამებშია წარდგენილი.ჩეხეთში ფილმი ასევე ნომინირებულია Silver Eye Award-ზე, ხოლო კესელის საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ნომებერში გაიმართება, Golden Key Award-ზეა წარდგენილი.„დაისის მიზიდულობა" რეგიონული სატელევიზიო არხის საშუალებით ერთი პატარა ქალაქის შესახებ მოგვითხრობს, სადაც რიტუალები და ტრადიციები, ნორმები და დოგმები ცხოვრების წესს განსაზღვრავს.
„მოუსმინე სიჩუმეს"
მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი „მოუსმინე სიჩუმეს", რომელიც ლაიფციგის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში Next Masters იყო წარდგენილი, ფესტივალის კიდევ ერთ საკონკურსო ჩვენებაში MDR-Filmpreis მიიღებს მონაწილეობას. "მოუსმინე სიჩუმეს" არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს.დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი DOK LEIPZIG 31 ოქტომბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100