სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში აქცია ჩაიშალა: გია აბდალაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა

დღეს, დაკავებული ფოტოგრაფებიდან ერთ–ერთის – გიორგი აბდალაძის ადვოკატმა, რამაზ ჩინჩალაძემ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა აღიარებითი ჩვენება მისცა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯი–ეიჩ–ენი“ აქვეყნებს.

ჩინჩალაძის თქმით, მას დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ადვოკატთან შეხვედრა სურდა. ადვოკატისვე თქმით, შეხვედრა გამომძიებლის თანდასწრებით შედგა, თუმცა, მანამდე მას ჰქონდა საშუალება, დაკავებულს პირისპირ გასაუბრებოდა. „თავდაპირველად გია აბდალაძემ განმიცხადა, რომ მას ბრალი არაფერში მიუძღვის, მაგრამ 10 წუთის შემდეგ, როდესაც ოფიციალური დაკითხვა დაიწყო კამერების თანხლებით და როდესაც ოთახში გამომძიებელი და პროკურორი შემოვიდნენ, აბდალაძემ ბრალი აღიარა, ასახა დეტალები და ა.შ.", – განმარტა ადვოკატმა სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის აღიარებითი ჩვენება უკვე ყველა ეჭვმიტანილმა მისცა. შეასაბამისად, აზრი დაკარგა იმ აქციებმაც, რომლებიც ხან სოციალურ ქსელებზე, ხან ოპოზიციური არხებით ანონსდება და რომელთა მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ, აცხადებენ რა, რომ ისინი უდანაშაულონი არიან.

თბილისში ჩატარებულ ასეთ აქციებზე არცთუ იშვიათად პოლიტიკოსები იყრიან თავს და თავიანთ სასარგებლო განცხადებესაც აკეთებენ, რაც ხშირად, ჟურნალისტების უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა. სხვათა შორის, ზოგიერთმა ჟურნალისტმა დაკავებულთა მიერ აღიარებითი ჩვენებების მიცემის გამოც ვერ დამალა აღშფოთება. „ჩვენ მხარდასაჭერ აქციებს ვაწყობთ, ესენი კი აღიარებით ჩვენებებს იძლევიან!..“, – წერდა ერთ–ერთი ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

თბილისის პარალელურად, მსგავსი სოლიდარობის აქცია 19 ივლისს მოსკოვშიც იგეგმებოდა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ შექმნილია ჯგუფი, რომელთა ადმინისტრატორები ჟურნალისტებს მოსკოვში, სოლიდარობის აქციაზე თავშეყრისკენ მოუწოდებენ. როგორც ამ დროისთვის გვერდზეა მითითებული, აქციის მონაწილეთა რაოდენობა უკვე შეადგენს 30 ჟურნალისტს, ძირითადად, ისეთი რუსული მედიასაშუალებებიდან („იზვესტია“, „იტარ–ტასი“; მოსკოვის საპატრიარქოს გამოცემები), რომლებსაც საქართველოსა და ქართველების პრობლემები აქამდე არ გახსენებიათ და არც რუსეთის ხელისუფლებისა და თავდაცვის სამინისტროს საწინააღმდეგო აქციები მოუწყვიათ 2008 წელს, როცა რუსული გამანადგურებლები და ბომბდამშენები საქართველოს ტერიტორიას ბომბავდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100