რა არის კომპანია მაქსთერმის წარუმატებლობის საიდუმლო?

თბილისში, კომპანია მაქსთერმის სავაჭრო ცენტრი უკვე რამდენიმე წელია გაიხსნა, თუმცა, დღემდე კლიენტთა სიმცირეს უჩივის.

საკმაოდ ხარისხიანი პროდუქციის მიუხედავად, კომპანიის მარკეტინგმა, როგორც ჩანს, ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება ვერ მოახერხა.

მაქსთერმი, საქართველოში 2005 წელს, გიორგი კუკულავასა და ზაქრო გორდაძის მიერ დაფუძნდა. მართალია, მაქსთერმს რამდენიმე მსხვილი კონტრაქტორი ჰყავს, მაგალითად, საპატრიარქოსა და აქსისის სახით, თუმცა, ის ჯერ კიდევ ვერ იქცა პოპულარულ სავაჭრო ობიექტად.

მიუხედავად იმისა რომ "მაქსთერმში" წარმოდგენილია იტალიური წარმოების გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემები, ასევე აბაზანის მოწყობილობები (უნიტაზები, ნიჟარები, წყლის შემრევები, წყალკანალიზაციის მილები და სხვა ნაწილები) და პროდუქციის მომწოდებლები საუკეთესო ხარისხის მქონე იტალიური, ჩეხური და თურქული ფირმები არიან (როგორიცაა: Fondital, Giacomini, Remer Binetterie, Climaveneta), კომპანია, ფაქტობრივად, კრიზისის ზღვარზეა.

რა არის მაქსთერმის წარუმატებლობის საიდუმლო? მაღალი ფასები? ცუდი ადგილმდებარეობა? მცდარი და არასაკმარისი სარეკლამო კამპანია? მარკეტინგული შეცდომები?


გაყიდვების ექსპერტთა აზრით, მაღალი ფასები შესაძლოა პირიქით, წარმატების ერთგვარ გარანტადაც კი იქცეს, თუ მას კარგი მარკეტინგული გათვლა დაეხმარება.

კერძოდ: კომპანია დემასი, მაღალი ფასების მიუხედავად, მაინც ერთე-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია საქართველოში. მისი გაყიდვების ზრდას კი, წლების გარდა, სარეკლამო და მარკეტინგური სტრატეგია უწყობს ხელს და სულაც არ არის შემაფერხებელი ფაქტორი ის რომ პროდუქციას „ცეცხლი უკიდია“...

„მომხმარებელი, პირველ რიგში, ხარისხში იხდის ფულს, ხოლო მისი ერთი ნაწილი მზადაა, ხარისხში დიდი თანხა გადაიხადოს. თუმცა, მან, ამის შესახებ უნდა იცოდეს, ხოლო რომ იცოდეს, მისთვის გასაგებად უნდა უთხრა.

ცუდი მდებარეობა და მაღალი ფასები, ჭკვიანური სარეკლამო კამპანიის წარმოების შემთხვევაში, შეგიძლია ხარისხითა და ბრენდინგით გადაფარო“, - ამბობს გაყიდვების ექსპერტი დავით ქართველიშვილი.

მაქსთერმმა ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ფული დახარჯა სარეკლამო კამპანიაში. თუმცა, ზოგჯერ, ფულის ხარჯვა სულაც არ ნიშნავს შესაბამის შედეგს. ექსპერტთა აზრით, ამ ბიზნესში მთავარი სტრატეგიაა და არა - კუპიურები.

კომენტარი