სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანქციები ვითიბის - არის თუ არა, რუსული ბანკი უსაფრთხო?

სანქცია ვითიბი ბანკს: რუსული „ვითიბი ბანკი“ აშშ-ის სასაქონლე ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიას (CFTC) ჯარიმის სახით 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

კერძოდ: CFTC-მა, რუსული ბანკი და საინვესტიციო ბანკი „ვითიბი კაპიტალი“ ე.წ. ფიქტიური გარიგებებისთვის დააჯარიმა.

ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის ივნისის ჩათვლით, „ვითიბი ბანკმა“ და „ვითიბი კაპიტალმა“ ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟაზე 100-მდე სავაჭრო გარიგება განახორციელეს, რამაც ჯამში 36 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თუმცა, ბანკის მიერ სავალუტო რისკების დაზღვევა და კონტრაქტში მითითებული ფასები, საბაზრო რეალობას არ შეესაბამებოდა.

დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია, ოფიციალურად დაადასტურა ბანკის პრეზიდენტმა კოსტინმაც.

შეგახსენებთ რომ ვითიბი ბანკი საქართველოშიც ოპერირებს და არსებობს მოსაზრება რომ მას რუსული სპეცსამსახურები აკონტროლებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100