სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტი ,,ფესტივალების ორგანიზება და მართვა“ დაიწყო

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის „ფესტივალების ორგანიზება და მართვა“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის პრეზენტაციას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე და ბრიტანეთის საბჭოს რეგიონული დირექტორი ენდი უილიამსი ესწრებოდნენ.

პროექტის პირველ ეტაპზე ფესტივალების მენეჯმენტის წამყვანი ბრიტანული ორგანიზაციის -„ Festivals and Events International “-ის დირექტორი, ნიკ დოდსი, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი ფესტივალების ორგანიზატორებს შეხვდა.

ბრიტანელმა ექსპერტმა ჩაატარა ვორქშოფი თემაზე - საფესტივალო სექტორის გამოწვევები და სექტორთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა.

აღნიშნული სამუშაო ვიზიტის განხორციელების შედეგად ბრიტანელი ექსპერტი ნიკ დოდსი მოამზადებს აჭარაში საფესტივალო სექტორის საჭიროებათა შეფასებისა და განვითარების რეკომენდაციების დოკუმენტს, რომელიც საფუძვლად დაედება ფესტივალების მენეჯმენტის პროგრამის სამოქმედო გეგმას 2017 წლისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100