ბათუმის ექსპერიმენტული თეატრის პირველი თამამი ექსპერიმენტი

ბათუმის ექსპერიმენტულ თეატრის სცენაზე ცნობილი დრამატურგისა და ეგზისტენციალისტის ჟან-პოლ სარტრის პიესა "ცხრაკლიტული“ პირველი თამამი ექსპერიმენტი, რომლის ბედიც სრულად აუდიტორიის გადასაწყვეტია. პიესაში დასის ხუთი მსახიობია დაკავებული. მათ შორის ორი ახალგაზრდა მოყვარული მსახიობი გიორგი კაკალაძე და თორნიკე თურმანიძე.მთავარ როლებს ნინო ჩხიკვაძე(ინესი), გიორგი არველაძე(გაესენი) და ნატალია გალოგრე(ესტელი) თამაშობენ. მსახიობები და რეჟისორი გიორგი ჩხაიძე პიესაზე 5 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

ჟან-პოლ სარტრის პიესა "ცხრაკლიტული“ არის ეგზისტენციალური პრინციპების მატარებელი დრამატურგია,უფრო სწორად მისი ხატი.თეატრისთვის ეს ნამდვილი გამოწვევა იყო,ვინაიდან ეს არ გახლავთ სანახაობრივი, შოუს ელემენტებით დატვირთული სპექტაკლი.აქ მთავარი შოუ ტექსტი და ადამიანების ცხოვრებაა. "ეს არის ცხოვრება შესვენების გარეშე“ ყოველგვარი შელამაზების, გაფორმებისა და თამაშის ფორმის გარეშე.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს თანამედროვე დრამატურგიის განვითარებას, ასევე შემოქმედთა ახალი თაობის პროფესიულ ზრდას, საშემსრულებლო ხელოვნებისადმი საზოგადოების ინტერესის გაღრმავებას, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის საზოგადოების ყურადღებას აღნიშნული მიმართულებით, ასევე ხელს შეუწყობს თანამედროვე დრამატურგების შემოქმედებითი პროდუქტის პოპულარიზაციას.

ჟან-პოლ სარტრის "ცხრაკლიტული“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2016 წლის პროგრამით "კულტურული ცხოვრების გააქტიურება და პოპულარიზაცია“ გამოცხადებული „თავისუფალი პროექტებისა და ახალი ინიციატივების” კონკურსის ფარგლებში 15 916 ლარით დაფინანსდა.

კომენტარი