სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კანდიდატი ფილმი ოსკარზე კოტბუსის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს

წელს კოტბუსის კინოფესტივალზე 18 ჯილდო გაიცა, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ხვდა წილად.
რუსუდან გლურჯიძის ფილმი "სხვისი სახლი" ინტერკულტურული კომუნიკაციისთვის DIALOG Prize-ს მფლობელი გახდა. ეს ჯილდო The German Foreign Office-ს მიერ არის დაწესებული.
კოტბუსის კინოფესტივალი აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 20 000 სტუმარს მასპინძლობს.
"სხვისი სახლი" საქართველოს კანდიდატი ფილმია ოსკარზე, რომელსაც უკვე აქვს მოპოვებული სამი მთავარი ჯილდო კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100