სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის" - იუსტიციის სამინისტროს განცხადება

იუსტიციის სამინისტრო თანამშრომლის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. სამძიმრის წერილი სამინისტრომ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა:
"იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის - გიორგი მარგიანის გარდაცვალების გამო

იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს ახალგაზრდა პროფესიონალ გიორგი მარგიანის ოჯახს იმ დიდი ტკივილის გამო, რომელიც ჩვენი მეგობრისა და კოლეგის დაკარგვითაა გამოწვეული.

გიორგი მარგიანმა თავისი კარიერა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის დეპარტამენტში 2013 წლის 8 მაისს შტატგარეშე თანამშრომლის რანგში დაიწყო. მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, გაიმარჯვა და 2013 წლის 13 აგვისტოდან საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის მრჩევლად დაინიშნა.

ერთი წლის წინ გიორგი უკურნებელი სენით დაავადდა. მისი გარდაცვალება უდიდესი ტკივილია თითოეული ჩვენგანისთვის...
გიორგი მარგიანი 1989 წლის 28 მარტს დაიბადა", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100