„თეგეტა მოტორსის“ ახალი შეთავაზება!

თუ თქვენ ზრუნავთ საკუთარ ავტომობილზე, „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ აქციას, პრემიუმ კლასის Shell -ის ბრენდის ძრავის ზეთზე. შეიძინეთ 4 ან მეტი ლიტრი SHELL Helix Ultra-ს საავტომობილო ძრავის ზეთი და საჩუქრად მიიღეთ ზამთრის სეზონისათვის საჭირო ბრენდირებულ საჩუქრები: SHELL-ის ბრენდის ყინულის საფხეკი ან SHELL-ის ბრენდის საქარე მინის საწმენდი სითხე. ამასთანავე დაიბრუნეთ 10%-მდე გარანტირებული თანხა, რომელიც ქულების სახით დაგერიცხებათ „თეგეტა ქარდზე“. აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“, როგორც თბილისის ასევე ბათუმის, ზუგდიდის, ფოთის, ქუთაისის, გორის, ახალციხის, რუხისა და თელავის სერვის ცენტრებში, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში.

Shell არის ნომერ პირველი საცხებ-საპოხი მასალის მომწოდებელი კომპანია, რომელიც 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. Shell-ის ზეთი აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს, პრემიუმ ხარისხს და წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს თქვენი ავტომობილისთვის. Shell უკვე მეცხრე წელია დასახელებულია ნომერ პირველ ბრენდად მსოფლიო მასშტაბით. მისი საცხებ-საპოხი მასალები გამოირჩევა განსაკუთრებული მწმენდავი თვისებით. აქტიური მწმენდავი ტექნოლოგიების (Active Cleansing Technologies) დახმარებით, ის ასუფთავებს და დიდი ხნის განმავლობაში იცავს ძრავს დაზიანებებისგან.

Shell-ის საცხებ-საპოხი მასალების პორტფელი მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორებიცაა: Shell Helix, Shell Rimula, Shell Rotella T, Shell Tellus, და სხვ. Shell-ი ოფიციალურად რეკომენდირებულია მერსედესის, მაზდას, ჰონდას, კიას, ფიატის, მიცუბიშის, ჰიუნდაის, რენოს და სხვა ლიდერი ავტო მწარმოებლების მიერ. Shell-ი ასევე Ferrari-ს უცვლელი პარტნიორია. „თეგეტა მოტორსი“ Shell-ის საცხებ-საპოხი მასალის ექსკლუზიური დილერია საქართველოში.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

კომენტარი