სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ გავხდეთ ERTAD.GE -ს კონკურსანტი ?

2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სოციალურ პროექტ ERTAD.GE -ს ფარგლებში 36 პროექტიდაფინანსდა, რაც ასობით ადამიანის სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართულობას, მათთვის ახალ გამოცდილებას და გამოწვევას გულისხმობს.

პროექტის დაარსებიდან დღემდე იდეები, აპლიკაციების ნაკადი და მიმართვიანობა უფროდაუფრო იზრდება, რაც აღნიშნული ინიციატივის საჭიროებას კიდევ ერთხელ ცხადყოფს.

თუმცა, ასევე ბევრ თქვენგანს ხშირად ებადება კითხვა:

რა კრიტერიუმები განსაზღვრავს კომისიის მიერ კონკრეტული პროექტის საკონკურსოდ არჩევას?

აღნიშნულ ბლოგ-პოსტში მოკლედ და ზუსტადაა ჩამოყალიბებული ის მახასიათებლები, რომელთაც ERTAD.GE - ს კომისია განხილვისას უპირატესობას ანიჭებს.

პირველ რიგში, მთავარია კონკრეტული საპროექტო განაცხადი დაფინანსებად სფეროთა ჩამონათვალში ჯდებოდეს. ესენია: განათლება, მეცნიერების ხელშეწყობა, სპორტი, გარემოს დაცვა, კულტურა და ხელოვნება.

თუკი რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სფეროთი ხართ დაინტერესებულნი, მაშინ აუცილებლად ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.ertad.ge .

ამას გარდა, აუცილებელია საპროექტო განაცხადის შევსებამდე მაქსიმალურად კარგად მოემზადოთ, ჩამოაყალიბოთ თქვენი აზრი მანამ, სანამ აპლიკაციაში გადაიტანთ, რადგან ონლაინ აპლიკაცია არ ინახება და დიდი ხნით შეყოვნების შემთხვევაში შესაძლოა მასალა დაგეკარგოთ.

აპლიკაციის შევსებამდე აუცილებლად დეტალურად მოამზადეთ საბიუჯეტო ფაილი, რომელიც გაწერილი უნდა იყოს Excel ან Word-ის ფაილში. ერთი პროექტის ბიუჯეტი 2500 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

ასევე წინასწარ მოამზადეთ ფოტო და ვიდეო მასალა. როგორც კონკურსის წესებშიცააგანმარტებული, აპლიკაცია მანამ არ ითვლება სრულყოფილად შევსებულად, სანამ ვიდეომიმართვის Youtube-ის ბმულს და ფოტომასალას არ ატვირთავთ.

ფოტომასალა სასურველია ასახავდეს იმ ადგილმდებარეობას, სადაც პროქტის განხორციელებას გეგმავთ, თუ მსგავსი რამ შეუძლებელია, მაშინ გამოიყენეთ Google-ის საძიებო სისტემა J

ვიდეომიმართვაში აუცილებელია მონაწილეობა მიიღოს პროექტის იდეის ავტორმა/ორგანიზატორმა, სადაც მოკლედ ( 2წთ ) ჩამოაყალიბებთ თუ რატომ ხართ აღნიშნული იდეის განხორციელებით დაინტერესებული, რატომაა მნიშვნელოვანი, რომ სწორედ თქვენ დაგიჭიროთ მხარი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა.

აპლიკაციები ყოველი მომდევნო თვის კონკურსისთვის განიხილება 25 რიცხვიდან თვის ბოლო დღემდე. ამიტომ, მაგალითად, თუ გსურთ იანვრის კონკურსში მონაწილეობის მიღება, პროექტი აუცილებლად 25 დეკემბრამდე უნდა გამოგვიგზავნოთ.

სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი დეტალები გახლავთ ის მთავარი მახასიათებლები, რის გამოც ნებისმიერი პროექტი შესაძლოა ERTAD.GE-ს კონკურსანტი გახდეს.

დაგეხმარებით ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში J

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო საფინანსო კომპანია Vivus.ge.

საკონტაქტო ინფორმაცია:

www.ertad.ge

[email protected]

Facebook: ERTAD.GE

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100