ქუთაისში ”თეგეტა მოტორსი” ახალ მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრს გახსნის!

26 ნოემბერს, 16:00 საათზე ქ. ქუთაისში, ნიკეას მე-9 ჩიხი #2ა „თეგეტა მოტორსის“ ახალი მსუბუქი ავტომობილების სერვის ცენტრის გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. გახსნის ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად, იმერეთის გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე, ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურღულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან. ახალი სერვის ცენტრის მშენებლობაში კომპანიამ 1.1 მლნ. ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. სერვის ცენტრში განთავსებულია 16 მომსახურების ადგილი, რაც გულისხმობს მსუბუქი ავტომობილების დღიური გამტარობის ზრდას 150 ავტომობილით და გაცილებით სწრაფ სერვისს. აღნიშნულ სერვის ცენტრში დამატებით 20 ადგილობრივი დასაქმდა.

კომენტარი