სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართულ და აზერბაიჯანულ რეგიონულ ტელემაუწყებლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქართულ მხარეს წარმოადგენდა რეგიონული ტელევიზიების გაყიდვების სააგენტო ,,რეგიონმედიამარკეტი“, აზერბაიჯანულ მხარეს კი - კომპანია ,,ARB SHEKI TV MEDYA GROUP“, რომელიც აზერბაიჯანის 9 რეგიონულ ტელემაუწყებელს და ერთ რადიო სადგურს აერთიანებს.თანამშრომლობა გულისმობს, საქართველოში აზერბაიჯანული მედიის გაყიდვების სახლის, ბაქოში კი ქართული რეგიონული ტელევიზიები წარმომადგენლბის გახსნას. ეს პლატფორმა,ქართველ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანში მათ მიერ წარმოებული პროდუქციის გაყიდვებიგაზარდონ. „დღეს გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს ბიზნესის მიმართულებით კიდევ უფრო გააღრმავებს.“რეგიონმედიამარკეტი“ დღემდე ქართული რეგიონული მაუწყებლების, მაგთისატისა და ნაციონალური ტელევიზიების გაყიდვებს ახორციელებდა. დღეიდან, უკვე საქართველოში აზერბაიჯანულ მაუწყებლებს გაყიდის. ეს ქართველ ბიზნესმენებს, საშუალებას მისცემს გაზარდონ ქართული ბრენდების პოპულარიზაცია აზერბაიჯანში და მეზობელი სახელმწიფოდან მოიზიდონ მომხმარებელი. თავის მხრივ, ქართული ტელემაუწყებლების გაყიდვებს აზერბაიჯანში ,,ARB SHEKI TV MEDYA GROUP“-ი უზრუნველყოფს, რაც ჩვენს ქვეყანაში სარეკლამო ბაზარზე აზერბაიჯანული ინვესტიციების რაოდენობას გაზრდის“- აცხადებს, კომპანია „რეგიონმედიამარკეტის“ დირექტორი ლევან ალექსიშვილი.„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. აზერბაიჯანში სამედიცინო და ტურიზმის მიმართულებით დიდი მოთხოვნაა. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ პროფილის კომანიებისთვის არის განკუთვნილი ეს სერვისი. ჩვენი წარმომადგენლები საქართველოში, კომპანია „რეგიონმედიამარკეტის“ სახით ქართველ ბიზნესმენებს აზერბაიჯანულ მედიაში სწორ პოზიციონირებაში დაეხმარება“ -აცხადებს,„ARB SHEKI TV MEDYA GROUP“-ის დირექტორი რშად მამედოვი.
„ARB SEKI“-ი აზერბაიჯანში ერთ-ერთი უმსხვილესი მედია ჰოლდინგია, რომელიც 9 ტელეკომპანიასა და ერთ რადიო სადგურს აერთიანებს. ARB Kepez, ARB Aran, ARB Simal, ARB Cenubи.„რეგინმედიამარკეტი“ 5 წელზე მეტია სარეკლამო ბაზარზე საქმიანობს. კომპანია აერთიანებს 23 რეგიონულ ტელევიზიას, 10 რადიოს, 17 ბეჭდურ გამოცემას და 15 რეგიონულ ვებ პორტალს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ნაციონალურ ტელეკომპანიებთან სარეკლამო და ინტეგრირების მიმართულებით. „რეგიონმედიამარკეტი“ მაგთი+-ის არხების ექსკლუზიური პარტნიორია სარეკლამო ბაზარზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100