სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„m2 უძრავი ქონება“ ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა

2 დეკემბერი, 2016 წელი - კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას - ქალთა გაძლიერების პრინციპებს შეუერთდა. აღნიშნული გადაწყვეტილება „m2 უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ კონფერენციის ,,ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ დასრულების შემდეგ ხელმოწერით დაადასტურა.

კონფერენციაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს“ („სიდა“) მიერ იყო ორგანიზებული, „m2 უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორის მოადგილე მოხსენებით წარდგა. შორენა დარჩიაშვილმა სხვა კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს „m2 უძრავი ქონების“ გენდერული პოლიტიკა და სამომავლო გეგმა გააცნო. მან კომპანიის მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა.

ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შედეგად „m2 უძრავი ქონება“ იღებს ვალდებულებას, მოახდინოს აქტიური კომუნიკაცია ქალთა გაძლიერების საკითხებზე. ასახოს აღნიშნული საკითხები შიდა განაწესსა და კომპანიის პოლიტიკაში. m2 იზრუნებს ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე როგორც კომპანიის შიგნით, ასევე მის გარეთ. გარდა ამისა, გენდერული ბალანსის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის გამორიცხვის მიზნით გააკონტროლებს სტატისტიკას.

m2 უძრავი ქონება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა. კომპანია აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვის, შშმ პირებისა და განათლების საკითხებზე. დღეიდან კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის 3 ძირითად მიმართულებას ქალთა გაძლიერების საკითხიც დაემატა.

-ის შესახებ:

დეველოპერული კომპანიის m² მისიაა, საქართველოში მცხოვრები ადამიანებისთვის შექმნას უკეთესი ხარისხის, კომფორტული და თანამედროვე საცხოვრებელი პირობები. m² საქართველოში ამკვიდრებს ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების სტანდარტს და ყველასთვის ხელმისაწვდომს ხდის მას. m² ეძებს ისეთ ნოვატორულ მიდგომებს, რომლებიც ახალ სიმაღლეზე აიყვანს საცხოვრებელი ფართის როგორც ოპტიმალური დაგეგმვის, ისე მშენებლობის პროცესს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.m2.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100