სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილქნეტის 3 სასარგებლო შეთავაზება, რომელიც უნდა გაიაქტიუროთ ახალ წლამდე

სილქნეტის მომხმარებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ მომსახურებას, რომელიც გაუმარტივებს ყოველდღიურობას ან სახლიდან გაუსვლელად მოუგვარებს პრობლემას.

შეთავაზება #1

ინტერნეტ პორტალზე Mysilknet.com რეგისტრირებულ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს სილქნეტის სერვისი მართოს 24 საათიან რეჟიმში - დაფაროს ყოველთვიური გადასახადი საკუთარ და სხვის ანგარიშზე და აღარ დაგეგმოს ამის გამო ბანკში წასვლა, ან აღარ ეძებოს გადახდის სხვა ფორმა. შეამოწმოს ბალანსი და ამით თავიდან აიცილოს ცხელი ხაზის ოპერატორთან გასაუბრება. ერთ მშვენიერ საღამოს შეცვალოს პაკეტი, ან დაიმატოს თემატური არხები იმ მრავალფეროვანი კონტენტიდან, რასაც კომპანია თავაზობს და ამ გზით გაიუმჯობესოს ტელემაუწყებლობა. შეიძინოს ანტივირუსი პორტალიდანვე სხვადასხვა მოწყობილობისთვის და უფრო დაცულად იგრძნოს თავი. Mysilknet.com -იდან შესაძლებელია უფასოდ გააგზავნოს მომხმარებელმა დღეში 50 სმს საქართველოში მოქმედ ნებისმიერი ოპერატორის ქსელში.

შეთავაზება #2

სილქნეტის ტელევიზია, რომელსაც გადახვევის და დაპაუზების ფუნქცია გააჩნია, არამარტო ინტერაქტიულია, არამედ კომფორტულიც. ვისთვისაც მოსახერხებელია ახალი ამბების თვალის მიდევნება, ან ფილმის, და რომელიმე სპორტული ღონისძიების ნახვა ინტერნეტით, სწორედ მათთვის იზრუნა კომპანიამ და SilkTV-ის სერვისი აპლიკაციის სახით შეთავაზა მომხმარებელს. რეგისტრაციიდან 10 დღის განმავლობაში აპლიკაციით სარგებლობა უფასოა. უფასოა ქართულ არხებზე წვდომაც. Silk სპორტ და კინო კონტენტის ყველა არხით სარგებლობა სილქნეტის ქსელში ჩართული მომხმარებელისთვის თვეში 2 ლარად, ხოლო სხვა მსურველისთვის თვეში - 4 გახდება შესაძლებელი. აპლიკაციის ჩამოტვირთვა iOS, Android-ის სისტემის მობილურებზე და ტაბებზე ერთჯერადად ხდება. Silk აპლიკაციით შეთავაზებული მრავალფეროვანი არხები ხელმისაწვდომია ასევე ვებ გვერდზე www.silktv.ge , შესაბამისი ავტორიზაციის გავლის შემდეგ.

შეთავაზება #3

საკუთარი სმარტფონიდან სატელევიზიო ეთერის მართვა რეალობად იქცა. სილქნეტმა მომხმარებელს ტელევიზორის პულტის ალტერნატივა შეთავაზა. უფასო აპლიკაცია Silk TV Remote -ის გააქტიურება iPhone , iPad , Android სმარტფონებსა და პლანშეტებზეა შესაძლებელი. ეს ინოვაცია პულტის მუდმივად ძებნის აუცილებლობას მოხსნის. აპლიკაცია მუშაობს ინტერნეტ წვდომის შემთხვევაში. შესაბამისად, მისი მართვა შესაძლებელია ნებისმიერი მანძილიდან.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა და სარგებლობა უფასოა. „პულტის“ დაკავშირება Silk TV-სთან პინ კოდის შეყვანით ხდება.

სმარტფონის პულტით მომხმარებელი შეძლებს: Silk TV არხებისა და TV პროგრამის სრული ჩამონათვალის ნახვას, ინტეგრირებული ღილაკით და კლავიატურით - სასურველ დროზე გადასვლას, საძიებო სიტყვის მითითებით კი - ნებისმიერი გადაცემის, არხის, ან ვიდეოთეკაში ფილმის მოძიებას.

შეარჩიეთ თქვენი მოწყობილობებისთვის შესაბამისი აპლიკაცია და გაიაქტიურეთ პულტის ფუნქციები მობილურში:

▶ Web - remote.silktv.ge
▶ iOS - https://goo.gl/giCiTI
▶ Android - https://goo.gl/6ME04p

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100