კერატინი - ტრენდული არჩევანი

მაშინ როცა 2016 წლის ყველაზე პოპულარული ტენდენცია - კერატინი მთელ მსოფლიოს იპყრობს, ქართველი ქალბატონებიც ინტერესდებიან თუ რა არის კერატინი და რეალურად, რა შედეგს მიიღებენ ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ.

კერატინი არის ცილოვანი ნივთიერება, რომელიც თმისა და ფრჩხილების ბუნებრივ შემადგენლობაში შედის, თუმცა მალევე ქრება. შედეგი კი თმის სტუქტურაზეც აისახება. კერატინის არსებობით თმა ჯანსაღი, მორჩილი, მბზინვარე ხდება. თმის კერატინით გასწორების პროცესი სრულიად უსაფრთხოა. 6 თვის მანძილზე თმას ახალ იერს ჰმატებს, ინარჩუნებს საწყის მდომარეობას და მუდმივად მბზინვარეა.

30 წლის მაკა მარკეტინგის მენეჯერია, სასურველ კომპანიაში სულ რაღაც 1 წელია მუშაობს და ცდილობს მაქსიმალურად ჩაერთოს ყველა პროცესში, მუდმივად სრულყოფილად გამოიყურებოდეს და ყურადღება ოჯახსა და მეგობრებს არ მოაკლოს. კერატინის შესახებ მაკამ ბევრი რამ იცის, რადგან თავად გამოსცადა და შედეგმაც არ დააყოვნა:

„ჩემი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ვეძებდი გამოსავალს თუ როგორ უნდა შემემცირებინა ჩემი დრო სალონურ პროცედურებზე და როგორ უნდა მიმეღო სასურველი შედეგი, რათა მუდმივად ვყოფილიყავი საუკეთესო ფორმაში. პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად მიწევს ხალხთან კომუნიკაცია, შეხვედრები, ტრენინგები. ჩემი ვარცხნილობა კი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია და მუდმივად მეხმარება თავდაჯერებულმა წარვადგინო ახალი პროექტი თუ ვითანამშრომლო პარტნიორებთან. კერატინით თმის გასწორების შემდეგ 6 თვის განმავლობაში არ გიწევს დრო სალონში დახარჯო. თმა მუდმივად ფორმაშია. Jungle Fever Beauty Studio-ში პროცედურის ჩატარების შემდეგ, უსულფატო შამპუნი და ნიღაბიც შევიძინე, რომლებიც ეხმარება ჩემს თმას მუდმივად სრულყოფილ მდგომარეობაში იყოს. კერატინი ჩემთვის ტრენდული, სასარგებლო და საუკეთესო არჩევანია.“

კერატინის პროცედურის შემდეგ ქალბატონები რამდენიმე თვის განმავლობაში მოუწესრიგებელ ვარცხნილობას ივიწყებენ, თავდაჯერებულობა იმატებს და სხვა საქმეებისთვის უფრო და უფრო მეტი დრო ჩნდება. საათობით სალონებში გატარებული დრო ოჯახს და მეგობრებზე ნაწილდება. ვარცხნილობა კი ისევ საუკეთესო ფორმაშია. ტრენდული და კომფორტული არჩევანი წელს კერატინით თმის გასწორებაა, რომელმაც ქალბატონებს მეტი თავდაჯერებულობა, თავისუფლება და სრულყოფილება შემატა.

კომენტარი