სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მშიერი ბავშვები ზამთარს ვერ გადაიტანენ!

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდს „სოცილური პარტნიორობა“ სულ უფრო ხშირად დახმარების თხოვნით მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახები მიმართავენ. ყველას თავისი დარდი და გასაჭირი აქვს. ზოგი ბავშვებისთვის წამლებს ვერ ყიდულობს, ზოგს თანხა არ ჰყოფნის ოთახის გასათბობად, ზოგი კი მხოლოდ პურზე ოცნებობს.

ხოსიაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება. მათი მდგომარეობა ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მძიმდება.

6 არასრულწლოვანი ბავშვი, მათი დედ–მამა და ორი ბებია, ხანძრისგან დაზიანებულ სახლში ცხოვრობენ, რომელიც ყოფილ ნაგავსაყრელზე, ელიას ტერიტორიაზე მდებარეობს. ბანქოს სახლი უფრო მყარია ვიდრე ეს ძველი და ნახევრად დანგრეული ქოხი. ის ნებისმიერ წუთში შესაძლოა ჩამოიშალოს და ნანგრევებს ქვეშ 10 ადამიანი მოიყოლოს. მათ „სახლში“, სადაც გაჩერებაც კი სახიფათია, არცერთი მთელი კედელი არ არის, ჭერიდან წყალი ჩამოდის ხოლო იატაკი ფეხქვეში იშლება.

ამ პირობებში ჟანა და გურამი 6 არაჩვეულებრივ ბავშვს ზრდიან. ნიკოლოზს, მარიამს, გიორგის, გელას, ბარბარეს და 10 თვის გაბრიელს. ერთადერთი რაზეც ბავშვები ოცნებობენ, რომ სახლში ყოველთვის ჰქონდეთ საჭმელი. მათ კარგად იციან რა არის შიმშილი და არერთხელ დაუძინიათ მშივრებს.

ჯანმრთელობის პრობლმების გამო, მამას ფიზიკურად შრომა არ შეუძლია, ის ბოთლებს აგროვებს და აბარებს, რომ სახლში პური მაინც მოიტანოს.

სახლში ავეჯი პრაქტიკულად არ აქვთ. ბავშვებს იატაკზე უხდებათ ძილი რის გამოც ხშირად ავად ხდებიან.
მატერიალური სიდუხჭირისა და არაადამიანური საცხოვრებელი პირობების მიუხედავად, ჟანა და გურამი შვილებს დიდი სიყვარულით ზრდიან. ბავშები ძალიან ჭკვიანები არიან, კარგად სწავლობენ და ისინი ძალიან უყვართ მასწავლებლებს და მეგობრებს.

ხოსიაშვილების ოჯახითვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დახმარება. მათ საკვები პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, ტანსაცმელი და საწოლები სჭირდებათ. თქვენი დახმარების გარეშე ეს ოჯახი ზამთარს ვერ გადაიტანს.
ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ მოგიწოდებთ ყველა გულისხმიერ ადამიანს, თუ გაქვთ საშუალება ფინანსური დახმარება აღმოუჩინოთ მათ თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხოსიაშვილების ოჯახი) ან პირდაპირ საიტიდან www.fsp.ge/ge/donate/166/
გამოიჩინეთ გულისხმიერება და დიდსულოვნება და დაეხმარეთ ამ ბავშვებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100